რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის სტადიონის მთავარ მხაზველს დღეს ჯილდოს გადასცემენ
დღეს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, მთავარ მხაზველს ომარ ლალიანცს დააჯილდოვებენ და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტადიონის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საფეხბურთო კლუბ ,,გორის'' ადმინისტრაციის ცნობით, ომარ ლალიანცი 1976 წლიდან თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მხაზველად მუშაობს. 45 წელია მას, თითოული მატჩის წინ, მინდვრის მოწესრიგება ევალება. წელს სადიონზე მუშაობის 45 წელი შეუსრულდა.

ომარ ლალიანცი 68 წლისაა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულებისა და დაოჯახების შემდეგ, მეგობარი დასაქმებაში დაეხმარა და ასე შემორჩა 45 წელი "დილას" სტადიონის მხაზველად.

"იმ წლებში, როცა მე სტადიონზე სამუშაოდ მოვედი, ადგილობრივ გუნდში სულ გორელი სპორტსმენები თამაშობდნენ, ახლა ცოტა სხვა რეალობაა, ბევრია ჩამოყვანილი ფეხბურთელი, უცხოელებიც, მათთან ურთიერთობა ენის ბარიერის გამო მიჭირს, თუმცა, გუნდი ერთი ოჯახია და ამდენი წელია, მე ამ ოჯახის წევრი ვარ." - ამბობს ომარ ლალიანცი.

იყო შემთხვევა, როცა 11-მეტრიანის ნიშნულის დახაზვისას შეცდა.

,,როცა მსაჯმა გადაამოწმა, აღმოჩნდა, რომ 11-ის ნაცვლად, 12 მეტრი იყო მონიშვნიდან კარამდე. ეს ხარვეზი ადვილად აღმოიფხვრა, მითუმეტეს, მაშინ "დილას" ფეხბურთელმა დანიშნული პენალტი სწორედ 12 მეტრიდან გაიტანა. გასახსენებელი ძალიან ბევრი მაქვს, განსაკუთრებით იმ პერიოდიდან, ასე ვთქვათ, ძველი დროიდან, როცა მეც უფრო ახალგაზრდა ვიყავი. მთავარი, რაც მინდა გითხრათ ისაა, რომ მიყვარს ჩემი საქმე და სანამ ჯანმრთლობა ამის შესაძლებლობას მომცემს, ვიმუშავებ იქ, სადაც ფაქტობრივად, ოჯახზე მეტი დრო მაქვს გატარებული." - აღნიშნავს იგი.

საფეხბურთო კლუბ ,,გორის'' პრეს-სამსახურის ცნობით, ომარ ლალიანცს სტადიონის მოწესრიგება მხოლოდ შიდა ტურნირებზე, ან შიდა ჩემპიონატებზე არ უწევს.

,,2017 წელს გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დროს, თეგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონის მთავარი მხაზველი ასევე ომარ ლალიანცი გახლდათ. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სტადიონი კიდევ არაერთი საერთაშორისო ტურნირის მასპინძელი იქნება, სადაც სტადიონზე თამაშის დაწყებამდე მთავარ შტრიხებს სწორედ ომარ ლალიანცი გაავლებს. მოგეხსენებათ, დღეს 18:00 საათზე, თეგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული ლიგის მატჩი გაიმართება, სადაც გორის "დილა" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს. მატჩის დაწყებამდე, დაგეგმილია ომარ ლალიანცის დაჯილდოების ღონისძიება, სადაც სტადიონის მთავარ მხაზველს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემა.'' - აღნიშნულია კლუბ ,,გორის'' ადმინისტრაციის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.