რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის ისტორიულ სამეფო ქუჩაზე ქვაფენილს არ დააგებენ
ადგილობრივი ხელისუფლების დაპირება, რომ სამეფო ქუჩის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ქვაფენილი დაიგებოდა, ტყუილი აღმოჩნდა. კომპანია ,,იბოლიას'' მიერ წარდგენილ ხარჯთაღვრიცხვაში მხოლოდ ასფალტ-ბეტონის სამუშაოებია გათვალისწინებული.

პროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, ისტორიულ ქუჩის დასაწყისი, ქვაფენილით უნდა მოპირკეთებულიყო. კერძოდ, ქვაფენილი, ძირითადად, სასულიერო გიმნაზიის წინ, ძველი ხიდიდან თამარ მეფის ქუჩის კვეთამდე უნდა გაკეთებულიყო.

სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია 2020 წლის 24 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. როგორც კი არჩევნები დამთავრდა და მაჟორიტარი დეპუტატი გიგი ხოჯევანიშვილი გახდა, ტექნიკაც გაიყვანეს და 2020 წლის 5 დეკემბრამდე არც გამოჩენილა

რაც შეეხება ვადებს, პროექტის მიხედვით, სამუშაოები 7 თვეში, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მაისში უნდა დამთავრდეს.

ტენდერის საწყისი ღირებულება 2 მლნ 053 186 ლარი იყო.

,,იბოლიამ'' და მასთან ერთად მყოფმა ორმა კომპანიამ ("შპს "იბოლია" & შპს "ჯორჯიან სტოუნი" & შპს "ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი") 61 186 ლარით ნაკლები, 1 მლნ 992 000 ლარი შესთავაზა მუნიციპალური განვითარების სააგენტოს.



 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ,
სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ, სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
20:31 / 22.04.2025
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.