რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სუსი: ,,მთავარ საფრთხეს კვლავ ოკუპაცია წარმოადგენს''
2020 წელს საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხეს კვლავ რუსეთის
ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია
წარმოადგენდა, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა
პარლამენტში სუს-ის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ანგარიშის მიხედვით, ოფიციალური მოსკოვი განაგრძობს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას და ხელს უწყობდა საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის გაუცხოებისკენ მიმართულ პროცესს. ადგილზე აქტიურად მიმდინარეობდა მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები.
ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე კი, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა და მათი მდგომარეობა გაუარესდა.
"მაღალი ინტენსივობით გრძელდებოდა საოკუპაციო ძალების სამხედრო წვრთნები. არსებული მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა 120-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს. ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალები და მძიმე სამხედრო ტექნიკა აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს, რაც რეგიონულ საფრთხესა და საერთაშორისო გამოწვევას წარმოადგენს", - აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა.
ანგარიშში 2020 წელს საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიმდინარე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციასა და სხვა უკანონო აქტივობებზეა საუბარი:
"ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების - 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 13 შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს ათეულობით მოქალაქე. რიგ შემთხვევებში, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხი. აღნიშნული პირების მიმართ საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა განსაკუთრებით უსამართლო და არაჰუმანური მიდგომა და მათ მრავალწლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა", - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.
ფოტოზე: სადემარკაციო ნიშნები ღოღეთის მონაკვეღზე, ქარელის მუნიციპალიტეტი

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები