რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,მის ევროპა - 1905'' - კასპიდან
კასპის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ცნობები ეკატერინე გრიგოლის ასულ
თარხნიშვილის შესახებ, რომელმაც 1905 წელს, პარიზში, სილამაზის
კონკურსში გაიმარჯვა.
როგორც მუზეუმში აცხადებენ, ახალგაზრდა გოგონამ, ევროპის არისტოკრატთა ოჯახების წარმომადგენლებს შორის, გამართულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ყოველწლიურად აქ ყვავილების დღესასწაული იმართებოდა. სილამაზის კონკურსიც ამ დღეს ემთხვეოდა.
კონკურსში მონაწილე გოგონა ყვავილებით მორთულ ეტლში ჯდებოდა და მაყურებლით სავსე ქუჩაზე ჩაივლიდა. ის ვინც მხარს დაუჭერდა კონკურსანტს, კონვერტი ჩანთაში უნდა ჩაეგდო. ასე დააგროვა ყველაზე მეტი კონვერტი ახალგაზრდა ქართველმა გოგონამ. სავარაუდოდ, ის იმ პერიოდში 15 წლის იყო.
ეკატერინე თარხნიშვილი დაიბადა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში გრიგოლ თარხან-მოურავის ოჯახში. ოჯახი სააკაძის შთამომავლებლად ითვლებოდა. თარხან-მოურავებმა პარიზში 1903-07 წლებში იცხოვრებს. განათლების მისაღებად შვილი პარიზში წაიყვანეს.
ეკატერინე 1908 წელს დაოჯახდა და ცოლად გაყვა ფრანგ სტუდენტს, მიშელ სეგალს, რომელიც იმ პერიოდში სტუდენტი იყო. გრიგოლ თარხან-მოურავს არ მოსწონდა სიძე და შვილი რამდენიმე წლის შემდეგ, დააშორა. ეკატერინეს მისგან ნიკოლოზი დარჩა, რომელიც საქართველოში თარხნიშვილის გვარით ცხოვრობდა.
საქართველოში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, ეკატერინე თარხნიშვილი ჰოსპიტალში მოწყალების დად მუშაობდა. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, ის საქართველოში დარჩა. იცოცხლა 1978 წლამდე.

ამავე კატეგორიაში

,,ევროალიანსი'' აღარ დაელოდა რუსეთიდან ტრენაჟორების იმპორტს და ისინი თურქეთიდან შემოიტანინა

გორის უნივერსიტეტის ადმინისტრტაციის უფროსი გიორგი ხორბალაძე,

წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ,
სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები