რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის სოფელ ქვახვრელის სკვერისთვის 35 000 ლარი გადარიცხეს - ტენდერი კი ხელახლა გამოაცხადეს
გორის სოფელ ქვახვრელში სკვერის გასაკეთებლად 35 ათასი ლარი დახარჯეს. ობიექტი მერიას 2021 წლის 31 იანვარს უნდა ჩაებარებინა, თუმცა ლენტი არ გაიჭრა. თებერვალში გორის მერის პირველმა მოადგილემ ერასტი ელიჯარაშვილმა კომპანიის დირექტორს მისწერა, რომ გაემიჯნა შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოები და იმის მიხედვით გადაურიცხავდა თანხას.

როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში დაადგინეს, კომპანიამ სამუშაოების 38% შეასრულა. 35 ათასი ლარი გადაურიცხეს და ხელშეკრულებაც გაუწყვიტეს. ვადის დარღვევის გამო არ დაუჯარიმებიათ. კოტე თავზარაშვილმა კომპანიის შავ სიაში შეყვანა მოითხოვა. კომპანიის დირექტორი იმუქრება, რომ თუ მერია მსგავს ნაბიჯებს გადადგამს, თავადაც შესაბამის ზომებს მიიღებს.

რაც შეეხება სკვერს, დღეს აღმოჩნდა, რომ სკვერი ახლიდანაა გასაკეთებული. ამისათვის, 2021 წლის 4 მაისს, გორის მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა იმავე რაოდენობის თანხაზე, რაც 2020 წლის ზაფხულში - 94 000 ლარზე.

საქმე იმაშია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სკვერის გაკეთება 2020 წლის ზაფხულში დაიწყო და 6 თვეში, 2021 წლის 31 იანვარს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა 6 თვეა მშენებარე სკვერი მიტოვებულია.

კომპანია ,,ამ ჯორჯიას' წარმომადგენელმა ალექსანდრე მათეშვილმა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, ზვიად ანესაშვილს აცნობა, რომ საპროექტო ნახაზები ერმანეთს აცდენილია. თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რეაგირება არ მოახდინეს და ნახაზების შეცვლის საშუალება არ მისცეს.

,,გამოიკვეთა მთელი რიგი გარემოებები, რამაც ხელი შეუშალა სამუშაოების ნორმალურ მიმდინარეობას, კერძოდ, საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული უზუსტობების გამო, ხარჯთაღრიცხვა რიგ შემთხვევაში სრულად ვერ ასახავდა ობიექტზე არსებულ რეალობას. არ არსებობდა არცერთი მუშა ნახაზი დეკორატიული და საგზაო ბორდიურების, დეკორატიული ფილებისა თუ სხვა ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად. არსებული (ერთადერთი) სკვერის გეგმა არ აღმოჩნდა საკმარისი სკვერის მოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოების ჩასატარებლად. არსებულმა გარემოებებმა საგრძნობლად გააძნელა სამუშაო პროცესის წარმართვა.' - აღნიშნულია ,,ამ ჯორჯიას'' საჩივარში.

კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ მან სიტყვიერად აცნობა როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, ასევე საზედამხედველო კომპანია შპს "ოპტიმალ+"-ის ზედამხედველს.

ასევე მან არაერთი წერილით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიას. გორის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და საზედამხედველო კომპანია შპს "ოპტიმალ+" დაეთანხმნენ მიმწოდებლის მოსაზრებას, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად, ოფიციალური პასუხი გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიმწოდებელს არ მიუღია. მიმწოდებელი განმარტავს, რომ მას მერიაში წარდგენილი აქვს კორექტირებული გეგმა-გრაფიკი და არაერთი წერილით მოითხოვა სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება. ასევე მიმწოდებელს გააგრძელებინეს საბანკო გარანტიების ვადები, იმ მოტივით, რომ გაგრძელდებოდა სამუშაოების დასრულების ვადა და შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადაც, რაც არ მომხდარა. მიმწოდებელი ასევე განმარტავს, რომ იგი არ ეთანხმება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილებას და აპირებს, რომ მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

გორის მერის პირველი მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ კომპანიის წარმომადგენელს ზეპირსიტყვიერად არაერთხელ განუმარტა და დამატებით მიაწოდა გარკვეული სახის დოკუმენტები, როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალურად, როგორც ელექტრონული ტენდერის მსვლელობის პერიოდში, ასევე ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ.

,,საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში რაიმე სახის უზუსტობასთან დაკავშირებით კომპანიას გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის არ უცნობებია. ამავდროულად, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმწოდებლის განმარტებას თანდართული 2021 წლის 4 და 21 ოქტომბრის წერილები არც ელექტრონული და არც მატერიალური სახით წარდგენილი არ ყოფილა, მეტიც, აღნიშნული წერილები არის მომავალი თარიღით დათარიღებული, რაც გონივრულ ეჭვს ბადებს წერილების არარსებობაზე და მიმწოდებლის არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე, როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.'' - წერია გორის მერიის პასუხში.

იხ. გაგრძელება

ქვახვრელში მიყენებული ზიანი გორის მერიას სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაურა


 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.