რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ტერაბანკი საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს გამარჯვებულია [R]
ტერაბანკმა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს ჯილდო მოიგო. ბანკის პროექტმა „ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად“ ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში - მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში - გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსი სწორედ იმ ინიციატივებს ეძღვნებოდა, რომლებიც კომპანიებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, COVID-19-თან საბრძოლველად განახორციელეს.

გამარჯვებული პროექტი 2020 წელს ტერაბანკის 50 ბიზნესკლიენტისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების პაკეტით დასაჩუქრებას გულისხმობდა. პაკეტებს შორის იყო ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, შესაბამისი საქმიანობების ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება, ელექტრონული კომერციის გამართვა, სასწავლო ტრენინგების ჩატარება, ბიზნესების შესახებ ინფორმაციის სატელევიზიო ეთერსა და ტერაბანკის საკომუნიკაციო არხებზე განთავსება და სხვა. ინიციატივის განხორციელება 2020 წლის გაზაფხულიდან, პანდემიის პირველივე ეტაპიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მას წინ ბიზნესკლიენეტების საჭიროებების დეტალური კვლევა უძღოდა, რათა ყველა მომსახურება მათი საქმიანობის განვითარებაზე მაქსიმალურად მისადაგებული ყოფილიყო. პროექტის მონაწილეებად კი ის კომპანიები შეირჩნენ, რომლებიც ბანკის შესაბამის განაცხადს პირველები გამოეხმაურნენ.

„ეს ჯილდო ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. ბუნებრივია, ვამაყობთ ამ ძალიან საპასუხისმგებლო კონკურსში გამარჯვებით, თუმცა, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ ჯილდო მიიღო პროექტმა, რომელიც ჩვენთვის მართლაც განსაკუთრებულია, რადგან სრულად გამოხატავს იმ თანადგომასა და პარტნიორობას, რაც ტერაბანკსა და ბიზნესკლიენტებს შორის ზოგადად არსებობს. მოხარულები ვართ, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით პანდემიის ზიანის შემცირებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ“, - აცხადებენ ტერაბანკში.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივაში ჩართულები იყვნენ ტერაბანკის პარტნიორი კომპანიებიც, რომლებმაც ბიზნესკლიენტებს დახმარება საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში გაუწიეს. მათთან ურთიერთობა, კონსულტაცია და საქმიანობის სრულყოფაში დახმარება კვლავაც გრძელდება.

Meliora ბიზნესკომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოებს. ნომინანტებს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი, დამოუკიდებელი ჟიური აფასებს და გამარჯვებულს საუკეთესო CSR ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის კრიტერიუმების მიხედვით ავლენს. კონკურსი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ტარდება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის გორის ფილიალს მისამართზე: სტალინის N29 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.