რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მაჟორიტარი პარლამენტარი გუბერნატორის წინააღმდეგ
გორის მაჟორიტარი პარლამენტარი სოსო ვახტანგაშვილი შიდა ქართლის
გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის გადადგომას ითხოვს.
ამის შესახებ პარლამენტარმა განცხადება ადგილობრივ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ეთერში გააკეთა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტთან მიცემულ ინტერვიუში სოსო ვახტანგაშვილი ამბობს, რომ ქალაქსა და რაიონის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მთავრობის წარმომადგენელმა და მისმა გუნდმა უნდა აიღოს.
,,რა პროცესებიც მიმდინარეობს ქალაქში, საკრებულოსთან და პარტიასთან მიმართებაში, რეაგირებას ითხოვს. ჩემი, როგორც მაჟორიტარის პოზიციაა, რომ ამ ყველაფერს უნდა ვუშველოთ. ეს ჩემი განცხადება იყო გამოსავლის ძიება" - ამბობს სოსო ვახტანგაშვილი.
,,რეგიონი არ უნდა იმართებოდეს კლანური მმართველობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მეტი კომუნიკაცია." - განმარტავს მაჟორიტარი - ,,ის მენეჯმენტი, რომელიც გუბერნატორისგან მომდინარეობს, არის იმის წინაპირობა, რა ვითარებაც შექმნილია ქალაქში. პიროვნულად, აბსულუტურად არანაირი პრობლემა მაქვს მასთან. პრობლემა მაქვს მის მმართველობასთან."
სოსო ვახტანგაშვილი თვლის, რომ შეფასებები შედეგების მიხედვით უნდა გაკეთდეს. მისთვის მწარე შედეგს წარმოადგენს ის, რომ შესაძლოა 2016 წლის 5 თებერვალს ქალაქის საკრებულოს მმართველობის სადავეები ხელში ოპოზიციამ (,,ქართული პარტია" ,,თავისუფალი დემოკრატები" ,,ნაციონალური მოძრაობა") ჩაიგდოს.
,,სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე ვიარეთ 2012 წელს, დღეს მმართველობა ოპოზიციის ხელში გადადის." - წუხს პარლამენტარი, რომელმაც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე სულ 500 ხმით აჯობა იმ პერიოდის ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს გიგა ტატიშვილს.
დღევანდელი საკრებულო 2014 წლის ზაფხულში დაკომპლექტდა და გორის ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დაუჭირა მხარი. ის, რომ ქალაქის საკრებულოში ამომრჩეველმა ოპოზიციიდან მეტი წარმომამდგენელი შეიყვანა, 2012 წელს არჩეული დეპუტატი 2013 წლის დეკემბერში დანიშნულ გუბერნატორს ადანაშაულებს.
რაც შეეხება რაიონის გამგეობას, აქ გამგებელმა დავით ონიაშვილმა 2015 წელს თითქმის 3 მილიონიანი პროექტები მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დიდ სოფლებში (ხიდისთავი, ატენი, ქვახვრელი) ვერ განახორციელა. სოსო ვახტანგაშვილი აღიარებს, რომ პრობლემებია, თუმცა რაიონის ხელმძღვანელის გადადგომას არ ითხოვს.
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე და რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი სოსო ვახტანგაშვილის კეთილგანწყობით სარგებლობს. 2016 წლის 5 თებერვლის სხდომაზე, პაპუნა კობერიძე არ გამორიცხავს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება თავადვე გააკეთოს, რადგან საკრებულოს უმრავლესობამ მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენება მოითხოვა.
სოსო ვახტანგაშვილის რეკომენდირებული პაპუნა კობერიძე ქალაქის საკრებულოში მმართველობას კარგავს. სამაგიეროდ, რაიონის გამგეობაში დავით ონიაშვილს მყარი პოზიციები უკავია.
კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიცია დავით ონიაშვილს და მის პოლიტიკას უჭერს მხარს. რასაც ვერ ვიტყვით ამავე საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრებზე. რაიონის გამგებლის მიერ წარდგენილი, 2015 წლის 6-9-12 თვის ანგარიშები ,,ქართულმა ოცნებამ" არ მოიწონა. უფრო მეტიც, სოსო ვახტანგაშვილის ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების" წევრები რაიონის ბიუჯეტის ჩაგდებას აპირებდნენ.
ჩვენს კითხვაზე, რომელმა გაამართლა მაჟორიტარის იმედები - პაპუნა კობერიძემ თუ დავით ონიაშვილმა, სოსო ვახტანგაშვილი თვლის, რომ ისინი ერთ სიბრტყეში არ უნდა განვიხილოთ.
,,თქვენი კითხვის შინაარს ვხვდები, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ პაპუნა კობერიძისგან განსხვავებით, დავით ონიაშვილის რეკომენდატორი მე არ ვყოფილვარ" - აცხადებს ვახტანგაშვილი.
და მაინც ვისი ბრალია 2014 წლის ზაფხულის არჩევნებზე ოპოზიციის თითქმის უმრავლესობით წარდგენა ქალაქის საკრებულოში?
2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ზაფხულამდე ქალაქის საკრებულოს რესპუბლიკელი დავით რაზმაძე, ხოლო მუნიციპალიტეტს (ქალაქსაც და რაიონსაც) პაპუნა კობერიძე ხელმძღვანელობდა...
გუბერნატორი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მას დაძაბული ურთიერთობა რაიონის გამგებელთან მართლაც აქვს.
რეგიონალური პროექტების განხილვის დროს, ერთ-ერთ სხდომაზე, გამგებელი არ გამოცხადდა. მის ნაცვლად ონიაშვილმა მოადგილე გია წვერავა გაგზავნა. წვერავას გუბერნატორმა ჟურნალისტების თანდასწრებით სხდომა დაატოვებინა, რადგან დებულების მიხედვით, საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გამგებელი, და არა მოადგილე უნდა ესწრებოდეს.
იხ. გაგრძელება ამავე თემაზე: შიდა ქართლის გუბერნატორის საგანგებო განცხადება

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები