რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
თანამედროვე მიდგომები ამართლებს – "ტესლა" დეზერტირების ბაზარში
4 ივნისის დილას დეზერტირების ბაზარში სავაჭროდ მისულებსა თუ
გამვლელებს უჩვეულო სანახაობა დახვდათ – აგროპროდუქტებით დატვირთული
ტესლა და ფერმერი, რომელიც პროდუქციას პირდაპირ ავტომობილის
საბარგულიდან ყიდდა.
ამ აქტივობის ინიციატორი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი დისტრიბუტორი "აგროსფერო" აღმოჩნდა. კომპანიას პერფორმანსით სურდა, სოფლის მეურნეობა და ფერმერი განსხვავებულ, თანამედროვე ჭრილში წარმოეჩინა.
უჩვეულო სანახაობამ მართლაც მიიქცია საზოგადოების ყურადღება – პერფორმანსმა სრულად მოიცვა სოციალური ქსელები, ციფრული მედია და ტელევიზია. უფრო ვრცლად იხილეთ აღნიშნულ ბმულზე:
https://www.facebook.com/Agrosphere.ge/videos/1906973349492241
"აგროსფერო" უკვე 18 წელია რეგიონში პარტნიორ ფერმერებს თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვაში ეხმარება. კომპანია მათ არა მხოლოდ ტექნიკითა და მეურნეობაში საჭირო სხვა პროდუქციით უზრუნველყოფს, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში უწევს აგრო-კონსულტაციას.
"სწორედ თანამედროვე პროდუქციისა და მიდგომების დახმარებითაა შესაძლებელი უფრო ხარისხიანი, ჯანსაღი და დიდი რაოდენობის პროდუქციის წარმოება. ამიტომაცაა, რომ ქვეყანაში ძირითად აგროპროდუქციას ჩვენი პარტნიორი თანამედროვე ფერმერები ქმნიან.
ჩვენი მიზანია, სულ უფრო მეტ ადამიანს დავანახოთ თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში და ფერმერებს ცვლილებებთან ადაპტაციასა და შედეგის გაუმჯობესებაში დავეხმაროთ," – ამბობს "აგროსფეროს" მარკეტინგის ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძე.
როგორც აღმოჩნდა, TESLA-ს დეზერტირების ბაზარში გამოჩენა გრძელვადიანი კამპანიის მხოლოდ დასაწყისია. "აგროსფეროში" გვეუბნებიან, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობა და პროექტი გველის, მალე თანამედროვე ფერმერობის შესახებ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს და თანამედროვე ფერმერებსაც უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები