რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ორი სკამი ოპოზიციისთვის - სავაჭრო-საკონსულტაციო თემები ქალაქის საკრებულოში
სარედაქციო სტატია: ქალაქ გორის საკრებულოში ძალთა თანაფარდობა შეიცვალა.

ამის ნათელი მაგალითი დღევანდელი, 15 თებერვლის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გახდა.

ოპოზიციური რვიანი დაიშალა, უფრო სწორად, ორად გაიყო. ერთ მხარეს ,,ქართული პარტია" თავისი ოთხი წევრით, ხოლო მეორე მხარეს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები - გორელები" და ,,ნაციონალური მოძრაობა", ესეც 4 წევრით დადგა.

ოპოზიციურ რვიანს დღეს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და 4 კომისიის თავმჯდომარე უნდა აერჩია. მათი ერთსულოვანი 8 ხმა კვორუმისთვის და არჩევნებისთვის სრულიად საკმარი იყო.

თუმცა, ის ერთსულოვნება, რომელიც იმპიჩმენტის დღეს 5 თებერვალს გამოხატეს, ზუსტად 10 დღის შემდეგ სრულიად გაქრა.

ფრაქცია ,,ქართული პარტია" რიგგარეშე სხდომაზე საერთოდ არ გამოცხადდა.

მყარ ერთობას ინარჩუნებს დანარჩენი 7 წევრი (კოალიცია ,,ქართული ოცნება", ,,ლეიბორისტები" და ,,ბურჯანაძე დემოკრატიული საქართველოსთვის). მათი არგამოჩენა არც არავის გაკვირვებია. რიგგარეშე სხდომაზე ხომ მხოლოდ ახალი თანამდებობის პირები უნდა აერჩიათ. რაკი ძველი თანამდებობის პირების გადარჩევის წინააღმდეგები იყვნენ, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მათი გამოჩენა უფრო საკვირველი იქნებოდა.

ასე, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის ასარჩევად დღეს მხოლოდ 4 დეპუტატი იყო მზად. სხდომათა დარბაზში, მათ შორის, თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი სოსო ფალელაშვილიც იმყოფებოდა.

ბევრი თვლის, რომ ფალელაშვილის ხმა იყო გადამწყვეტი 5 თებერვლის იმპიჩმენტის დროს. შესაბამისად, მის ახალ ფრაქციას ,,თავისუფალ დემოკრატ-გორელებს" მიაჩნიათ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე წარსადგენად ფალელაშვილის კანდიდატურის დასახელება სამართლიანია.

საპირისპიროს ფიქრობენ ,,ქართულ პარტიაში". მისი წევრების აზრით, საკრებულოში გადამწყვეტ ძალას, ზოგადად, ,,ქართული პარტია" წარმოადგენს. შესაბამისად, სურთ, რომ თავმჯდომარის პოსტზე თანაგუნდელი ილია მეტრეველი წარადგინონ.

რა მოხდებოდა დღეს, თუკი ეს 8 დეპუტატი ორ კანდიდატურას - (ფალელაშვილი/მეტრეველი) - წარადგენდა? ვერც ერთი გაიმარჯვებდა, რადგან ხმების თანაბრად გაყოფის რეალური საშიშროება არსებობდა. აქედან გამომდინარე, ,,ქართულმა პარტიამ" საკუთარ ოფისში ყოფნა არჩია და რიგგარეშე არჩევნების ფაქტის წინაშე დგომა თავიდან აიცილა. აქ ფსიქოლოგიური მომენტიცაა - საკრებულოში ,,ქართული პარტიის" კანდიდატის გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე მის ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს მეტ სტიმულს ხალხის თვალში მისცემდა. დამარცხება კი, პირიქით.

იმ შემთხვევაში, თუ ფრაქცია ,,ქართული პარტიის" და ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები - გორელების" წევრები საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში ვერ შეთანხმდებიან, ქალაქის თვითმმართველობა ვადამდელ არჩევნების აუცილებლობის წინაშე დადგება.

რაკი ,,ქართული პარტია" რიგგარეშე არჩევნებს, დღეს, მოერიდა, ბუნებრივია, მომავალშიც მოერიდება. აქედან გამომდინარე, საკრებულოს დანარჩენ 7 წევრთან კონსულტაციების გამართვა მოუწევს.

ნათელი გახდა, რომ 10 დღის წინ ხელმძღვანელი პირების იმპიჩმენტი ისე განხორციელდა, რომ ოპოზიციური რვიანი თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმებული არც ყოფილა.

მოულოდნელი რიგგარეშე არჩევნების დადგომის შემთხვევაში კი, ყველაზე მეტი რესურსი (ფინანსური თუ ადმინისტრაციული) სახელისუფლებო პარტიას, კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" აქვს.

იმის გამო, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის მთავარი საზრუნავი, მიმდინარე წელს, საპარლამენტო არჩევნებია, საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მათთვის ნაკლებად მომგებიანია.

დღევანდელ სიტუაციაში საკრებულოს ოპოზიციისთვის ყველაზე მომგებიან გზად სახელისუფლებო კოალიციასთან კონსულტაციების დაწყება, რბილად რომ ვთქვათ, ვაჭრობა რჩება.

გადამწყვეტი ხმა კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" და მასთან ამ ეტაპზე ალიანსში მყოფმა ,,ლეიბორისტმა" და ,,ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოსთვის" წარმომადგენელმა დაიბრუნა.

კოალიცია ,,ქართულ ოცნებასთან" სავაჭრო თემებია - ან ყველა გადაყენებული თანამდებობის პირი უკან დაბრუნება, ერთის გარდა, რომელმაც თანამდებობა თავისი ნებით დატოვა, ან კიდევ ვა-ბანკზე წასვლა და რიგგარეშე არჩევნებში უკვე დაშლილი ოპოზიციური რვიანის ჩათრევა.

თუმცა, ამ შემთხვევაში მათ ,,ლეიბორისტების" და ,,ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლების ინტერესების გათვალისწინება მოუწევთ, რადგან, არავინ უწყის, რიგგარეშე არჩევნებში მოხვდებიან თუ არა ისინი კვლავ საკრებულოში.

,,ქართული ოცნება" თუ ამ ინტერესს გაითვალისწინებს, მაშინ ორად გაყოფილ ოპოზიციურ რვიანის რომელიმე ფრთას ორი სკამი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და გადაუყენებელი საპროცედურო კომისიის თავჯდომარის სავარძლები უნდა შესთავაზოს. შეგახსენებთ, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ნინო ზურაბიშვილმა საკუთარი სურვილით დატოვა, ხოლო საპროცედურო-სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ,,თავისუფალი-დემოკრატების წევრს" უკავია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.