რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ვალია თურმანოვი - სუქანაანთუბნიდან


სოფლის შიდა ქუჩები ახლადადმოსული ხეებითაა დაფარული.მეზობლები ერთმანეთს ამ ქუჩებით უკავშირდებიან. ღობეები მოშლილია.

,,ჩემზე ლამაზი ეზო ვის აქვს?“ - გვითხრა ვალია თურმანოვმა, როდესაც სოფელ სუქანაანთუბნის ქუჩები გავიარეთ და მის სახლს მივადექით.

,,ეს არის ჩემი სახლის ქუჩა, მაგრამ სულ ტალახიანია. ყოველ წელს ამბობენ, რომ გზები იხრეშებაო, მაგრამ ამ ქუჩაზე არავინ ყრის ხრეშს. ქვემოთ ლერის წინ ყრიან ხოლმე, მაგრამ იქ რა საჭიროა ხრეში. იქ ისედაც ხრეშიანი გზაა““ - გვეუბნება ვალია.

საუბარში ჭიშკარს აღებს. შევდივართ ეზოში. ვხედავთ, რომ სახლამდე ჯერ კიდევ დიდი ბაღი უნდა გავიაროთ, რომელიც ბორცვზეა გაშენებული.

შემოდგომის ფოთლების წყალობით, გზას სუფთად მივიკვლევთ.



ვალია თურმანოვის სახლი სოფელ სუქანაანთუბნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში დგას. აქედან ერთის მხრივ ჩანს ძამის ხეობის ულამაზე სივრცე, მეორეს მხრივ ყინწვისის ეკლესიის მთები. სამხრეთით კი სიმინდის ყანებია გაშლილი.

,,აქ ყველანაირი მოსავალი მოდიოდათ ხოლმე, აბსოლუტურად, ყველანარი ბოსტნეული მოდიოდა – სტაფილო, ჭარხალი... ნაწილდებოდა მერე ოჯახებში. ხორბალი მოდიოდა იმდენი, რომ სახლებში თითო ოთახი ივსებოდა განაწილების დროს“ - ამბობს ჩვენი მასპინძელი.

ერთ დროს ვალიას ოჯახში 80-მდე სული საქონელი იზრდებოდა. დღეს ბოსლები ცარიელია, ეზოში მხოლოდ რამდენიმე ქათამი დადის, 3 კატა და ერთი ძაღლი.

,,ჩვენს სახლში თითქმის ყველაფერი გვყავდა. ძალიან დიდი მეურნეობა გვქონდა. სადღაა ეს ყველაფერი. მე აღარ შემიძლია მოვლა, მარტო ამ კატებსა და ძაღლს ველაპარაკები“ - ამბობს ვალია.

ის ამ სოფელში დაიბადა, რომელსაც სუქანაანთუბანი ქვია. უხვმოსავლიანობის გამო, ხეობელებმა ეს სახლი უწოდეს. ვალიამ დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი. შემდეგ დაოჯახდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში. წლების განმავლობაში ხაშურში ბუღალტრად მუშაობდა.

მის მშობლიურ სოფელში, სუქანაანთუბანში, 1990-იან წლებში ცუდი ამბები დატრიალდა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ოსი მოსახლეობა იძულებული გახდა, ჩრდილოეთ ოსეთში გახიზნულიყო. სოფელი თითქმის დაიცალა.



ეს იძულებითი მიგრაცია თურმანოვების უბანსაც შეეხო.

1995 წლის შემდეგ ხეობაში სასულიერო პირები გამოჩნდნენ. ცარიელ სახლებში სახლდებოდნენ. მშვიდობიანის დროს, მოსახლეობამაც უკან დაბრუნება დაიწყო, მაგრამ ჩრდილოეთ ოსეთში წასული ოჯახები დიდი ხნის განმავლობაში, ვერ ახერხებდნენ დაბრუნებას.

ვალია თურმანოვმა გადაწყვიტა მამის სოფელში მამაპაპური სახლის შენარჩუნება, ამიტომ აქ ცხოვრება გადაწყვიტა. თუმცა, აღნიშნავს, რომ საკმაოდ მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება:

,,მე მინდა, რომ მქონდეს სასმელი წყალი; მინდა, რომ მქონდეს გზა. ტაქსით როცა მოვდივარ, მიჭირს სახლამდე ამოსვლა მანქანით. მჭირდება, რომ გარეგანათება იყო. ჩვენს ვიყოთ განათებულ სოფელში, რას ვაშავებთ“ - ამბობს ვალია.

საუბარში, ბიძაშვილი მერი თურმანოვი ესტუმრა. მერი და ვალია უბანს აცოცხლებენ. ფიქრობენ, რომ წელსაც რთული ზამთარი იქნება, როგორც შარშან, რადგან ბევრი არაფერი შეცვლილა; არც გაზი, არც გზა...

,,შარშან მთელი დღეები ვისხედით და გაყინულ ხეებს ვუყურებდით. გვინდა, რომ დაბრუნდეს ახალგაზრდობა. იყვნენ აქ.“


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.