რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
რა საკითხი მოპარეს ვიცე-თავმჯდომარეს - ბიზნესინტერესები კასპში
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ილია
ზაქარიაძეს ის საკითხი მოპარეს დღის წესრიგიდან, რომელიც მისი
ინიცირებული იყო.
საქმე კასპის ცენტრში, კონკრეტულად, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის აკრძალვას ეხება. მართალია, ილია ზაქარიაძე ამ ბაზრის 10%-ის წილის მფლობელია, თუმცა, საკუთარ ინტერესს ინიცირებულ დადგენილების პროექტში გამორიცხავს.
ის თვლის, რომ ყველა ქალაქის ცენტრში გარევაჭრობა აკრძალული უნდა იყოს.
ინიცირებულ პროექტში კონკრეტული პირების ბიზნესინტერესებს კი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ხედავს. მას, ერთი შეხედვით, ილია ზაქარიაძის მომზადებული პროექტი არ მოწონს, თუმცა, დეტალური ანალიზი ჯერ არ გაუკეთებია.
ის, რაც წარმოადგინესო, ამბობს გამგებელი, კონკრეტულ ბიზნესინტერესებს არ უნდა მოერგოს, არამედ, კასპელების ინტერესსო.
მოკლედ, ვიდრე ილია ზაქარიაძე მის მიერ ინიცირებულ პროექტს გაგვაცნობდა, მანამდე ასეთი რამ მოხდა.
2016 წლის 19 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე გატანილ საკითხებს შორის, ერთ-ერთი, სწორედ, გარევაჭრობის რეგულირების შესახებ დადგენილების პროექტი იყო.
პროექტის მიხედვით, კასპის ცენტრალურ ქუჩებზე - სააკაძე, კოსტავა - გარევაჭრობის ნებართვის გაცემა იკრძალება. სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე კი, გამგებელს შეუძლია საკუთარი ინიცირებით ან მოქალაქის მიმართვის შემთხვევაში ნებართვა გასცეს.
ეს პროექტი ილია ზაქარიაძემ ბიუროს სხდომაზე წარადგინა და დღის წესრიგში ჩასვეს. ერთი საათის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე ქაღალდზე ამობეჭდილი საკითხები დაარიგეს. საკითხებს შორის გარევაჭრობის რეგულირების თემა არ იყო აღნიშნული. საკრებულოს აპარატში ,,ვიღაცამ" ეს თემა არ ჩაწერა.
ილია ზაქარიაძემ არ იცის, ეს ვინ გააკეთა, თუმცა, რომელიმე კონკრეტულ თანამშრომელზე ბრალის დადებისგან თავს იკავებს, რადგან საკრებულოს აპარატში ბევრი თანამშრომელია, ხოლო უფროსი არ ჰყავთ.
სამაგიეროდ, საკრებულოს წევრი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი გუბერნიიდან ამოიღეს. კონკრეტულად, ვინ ვის დაურეკა გუბერნიიდან, არ იცის.
ტელევიზიებმა ჯერ ვახტანგ ბეჟიტაშვილის კომენტარი გაუშვეს, რომელიც ამბობს, რომ საკითხი გუბერნიიდან ამოიღეს, შემდეგ, ილია ზაქარიაძის სიტყვებით გააგრძელეს, რომელიც ამბობს, რომ ზოგადად, წმინდა სამართლებრივი კუთხით , საკითხები გუბერნიაში იგზავნება.
,,პირადად, ჩემთვის არავის დაურეკავს. ან ჩემთვის რატომ უნდა ეთქვათ გუბერნიიდან, რომ საკითხი ამოიღეთო" - ამბობს ზაქარიაძე.
ასეა თუ ისე, ინიციატორს საკითხი ,,დღის წესრიგიდან" მოპარეს და იცის, რომ როცა გუბერნიიდან შენიშვნები მოდის, იმ საკითხს საკრებულოს სხდომაზე აღარ იხილავენ.
ამ დადგენილების პროექტის წინააღმდეგ ღიად ვინც გამოდის, ეს მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილია. მას არ მოწონს ის ფაქტი, რომ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქალაქის ცენტრში ვაჭრობას ერთი ხელის მოსმით ილია ზაქარიაძის პროექტით იკრძალება.
გოჩა გოჩიტაშვილი ბაზრის გარეთ მდგომ მოვაჭრეებს ლობირებს, ილია ზაქარიაძე კი , ბაზრის შიგნით მომუშავე მოვაჭრეებს.
ბაზრის შიგნით დაახლოებით 30 მოვაჭრე დგას, ბაზრის გარეთ კი, ორჯერ ნაკლები. თუ ილია ზაქარიაძის პროექტი დამტკიცდება, ბაზრის მოვაჭრეები იხეირებენ, სამაგიეროდ, გარემოვაჭრეები გაბრაზდებიან, თუ პირიქით მოხდა, ხელისუფლება შედარებით მცირე გარემოვაჭრეებს მოიმადლიერებს, სამაგიეროდ, ბაზრის მოვაჭრეებს დაიპირისპირებს.
თუმცა, ერთი შეხედვით, არც მთლად ასე მარტივადაა საქმე.
ბაზრის გარეთ არის ისეთი მცირე ტერიტორიებიც, რომელსაც კერძო ბიზნესმენები ფლობენ. ეს კერძო პირები გარევაჭრობის სახელით ბიზნესსაქმიანობას ეწევიან. თუ ილია ზაქარიაძის პროექტი გავა, გარევაჭრობა კერძო ტერიტორიაზეც აიკრძალება.
სწორედ, ამიტომ მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა გოჩიტაშვილს ამ კერძო პირების ბიზნესინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ.
,,აქ ორი კლანი ებრძვის ერთმანეთს" - გვეუბნება ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრე - ,,თუ ზახარიჩი (იგულისხმა ილია ზაქარიაძე - რედ) ქალაქის ცენტრში გარევაჭრობას აკრძალავს, ლევან ნონიაშვილი და კიდევ სხვა დაზარალდება. ბაზრის გარეთ მიწები მაგათაა აქვთ ნაყიდი"
გოჩა გოჩიტაშვილი, მართალია, აღიარებს, რომ ბაზრის გარეთ, კონკრეტულ პირებს მიწის ფართობები აქვთ.
,,სწორედ, აქ არის სირთულე. ბაზრის გარეთ არსებული საზოგადოებრივი ტერიტორია და კერძო ტერიტორიები ისეა ერთმანეთთან არეული, რომ ამას სერიოზული მიდგომა ჭირდება. მე ჩემ თავზე არ ავიღებ აკრძალვას. სოციალური ფონია გასათვალისწინებელი. ბაზრის შიგნით რომ პროდუქტი ძვირია, გარეთ იაფია. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ მოსახლეობის ინტერესი" - ამბობს გოჩა გოჩიტაშვილი.
ილია ზაქარიაძემ საილუსტრაციოდ ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ დამტკიცებული დადგენილებები გვაჩვენა. ერთგანაც და მეორეგანაც ქალაქის ცენტრში გარევაჭრობა აკრძალულია.
,,ეს საკითხებსაც ხომ გუბერნიაში გადახედეს? თუკი ამ ქალაქების ცენტრებშია აკრძალული გარევაჭრობა, ეს რატომ არ შეიძლება კასპში მოხდეს?" - კითხულობს ილია ზაქარიაძე.
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ჯერ კიდევ, 2015 წლის თებერვალში კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან დადგენილების პროექტი სამართლებრივი ზედამხედველობის კუთხით, გაუგზავნეს. ეს ზუსტად ის პროექტია, რომელზეც დავა ერთი წლის შემდეგ კვლავ ატყდა.
გუბერნიას შენიშვნები აკრძალული ქუჩების თაობაზე არ მიუცია. შენიშვნება ეხებოდა ერთ კონკრეტულ ფრაზას, რომლის მიხედვით ქალაქის ტერიტორიაზე სავაჭრო ადგილების გამოყოფას მუნიციპალიტეტის გამგებელი განსაზღვრავს.
საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის ხათუნა თათანაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავაჭრო ადგილებს გამოყოფს და განსაზღვრავს საკრებულო, და არა გამგებელი.
ილია ზაქარიაძე ამბობს, რომ მისი პროექტი სავაჭრო ადგილებს სწორედ საკრებულო განსაზღვრავს:
,,ჩვენ და გამგეობა რაზე უნდა შევთანხმდეთ იცი? აიკრძალოს ქალაქის ცენტრში გარევაჭრობა. იმის იქით ნებართვას გამგებელი გასცემს თუ პეტრე, მნიშვნელობა არა აქვს" - აცხადებს ილია ზაქარიაძე.
იხ. ამავე თემაზე:
წერილი რედაქტორს - საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარის გამოხმაურება

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები