რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
თიბისისთან პარტნიორობით კომპანია „გროსვატმა“ საქართველოში უკვე 3 მზის ელექტროსადგური გამართა
კომპანია „გროსვატმა“ თიბისის მხარდაჭერით მზის პანელებზე მომუშავე ელექტროსადგურები გამართა და კომპანიებისთვის და კერძო პირებისთვის სადგურის იჯარით გაცემა დაიწყო.

მწვანე ენერგიის მიღებისა და გაცემის ახალ მეთოდზე კომპანიის დირექტორი, ირაკლი ნიორაძე გვესაუბრება:

„ვიდრე საკუთარი მზის ელექტროსადგურების აგებას დავიწყებდით, „გროსვატის“ საქმიანობა კომპანიებისთვის მზის პანელების დამონტაჟება იყო. მწვანე ენერგია მთელ მსოფლიოში სულ უფრო ტრენდული და მოთხოვნადი პროდუქტია, ამიტომ, ამ მიმართულებით გამოცდილების დაგროვების პარალელურად, გადავწყვიტეთ, თავად აგვეშენებინა მზის ელექტროსადგური, რომლითაც საკუთარი საწარმოსთვის გამოვიმუშავებდით ენერგიას.

მხარდაჭერისთვის მივმართეთ თიბისის, რომლის დახმარებითაც, 2019 წელს, საკუთარი საწარმოს სახურავზე პირველი, სატესტო ელექტროსადგური დავამონტაჟეთ. ეს იყო 25 კილოვატი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური, რომელიც ყოველწლიურად 35000 კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს. პროექტმა გაამართლა და გადავწყვიტეთ აგვეშენებინა სხვა, უფრო მასიური სადგურიც, რომლელსაც იჯარით შევთავაზებდით დიდ თუ მცირე კომპანიებს და ასევე ფიზიკურ პირებს.

2021 წელს, სოფელ უჯარმაში შევიძინეთ მიწა, რომელზეც გავმართეთ უკვე 300 კვტ-იანი, ანუ პირველთან შედარებით 12-ჯერ დიდი სადგური, პარალელურად კი მოვიზიდეთ კომპანიები, რომლებიც დაინტერესდნენ ერთი მხრივ, ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათიანი ენერგიით, მეორე მხრივ კი, წარმოებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის გამოყენებით.

ეკოლოგიურმა მიმართულებამ და 8%-იანმა დანაზოგმა ჩვენი მოდელი - შეღავათიანი ენერგიის მიწოდება - პოპულარული და მოთხოვნადი გახადა, ამიტომ 2023 წელს უკვე მესამე ელექტროსადგური დავამონტაჟეთ. თიბისის დახმარებით ამ მიმართულების კიდევ უფრო გაფართოებასაც ვგეგმავთ.
კომპანებსა და კერძო პირებს, რომლებიც ჩვენგან მზის ელექტროსადგურს იჯარით იღებენ, 2 მთავარი ბენეფიტი აქვთ: 1. მიიღონ რეალური შეღავათი ელქტროენერგიაზე, 8%-იანი დანაზოგით და 2. აქციონ საკუთარი ბიზნესი ეკობიზნესად, რითაც, ერთი მხრივ, გარემოს დაიცავენ, მეორე მხრივ კი საკუთარ კომპანიას გააპიარებენ“.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.