რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა /R/
ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას. ამჯერად, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ქობულეთის რაიონ სოფელ ცეცხლაურში, ჯამში 22 ჰა ფართობზე, ლურჯი მოცვისა და დაფნის ბაღის გასაშენებლად 1.2 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა.

ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, 16 ჰა ფართობზე 40 000 ძირი ლურჯი მოცვისა და 6 ჰა-ზე 70 000 ძირი დაფნის სარგავი მასალის შეძენა/გაშენებას, ჭაბურღილის და სარწყავი სისტემებით მოწყობასა და მიწის დამუშავებას, ტორფის შეძენას, და ტერიტორიის შემოღობვას მოხმარდა.
აჭარა აგროჯგუფი, მიმდინარე სეზონზე მოცვის 4 ტონამდე მოსავლის მიღებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წლებში წარმადობა ეტაპობრივად გაიზრდება. პირველ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზება სრულად ქართულ ბაზარზე მოხდება, ხოლო წარმადობის ზრდასთან ერთად, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე განხორციელდება. ბაღებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

„ბაზისბანკთან პარტნიორობით, 22 ჰა ფართობზე, წარმატებით გავაშენეთ ლურჯი მოცვისა და დაფნის ბაღი. პროდუქციის მოსავალს შემდეგი წლიდან ველოდებით და დაგეგმილი გვაქვს ექსპორტზე გატანა. ბაზისბანკსა და ჩვენს შორის პარტნიორული თანამშრომლობა ამით არ დასრულდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობით, რეგიონში აგრო მიმართულების გასაძლიერებლად, კიდევ არაერთ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ.“ - აღნიშნა შპს აჭარა აგროჯგუფის დირექტორმა ზურაბ დუმბაძემ.

„კენკროვანი კულტურების, კერძოდ კი მოცვის გაშენება, საკმაოდ პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში, რაც შესაძლებლობას აძლევს ფერმერს აწარმოოს და სარეალიზაციოდ გაიტანოს მოცვი როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ექსპორტზე. ჩვენი მხრივ კი მუდმივად ვზრუნავთ განვავითაროთ თანაშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ კომპანიებთან, ხელი შევუწყოთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ მეწარმეს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.