რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,გორში ისტორიული შენობა კრიმინალის ბუდედ იქცა" - სამეფო ქუჩის მცხოვრებლები
ასე გამოიყურება სამეფო ქუჩაზე ისტორიული შენობა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება. ამ შენობაში გორის ვაჟთა გიმნაზია იყო განთავსებული, შემდეგ კომუნისტების დროს, სასამართლოს, მოგვიანებით კი, კულტურის სახლის ფუნქცია შესძინეს.



ამჟამად, სამეფოს ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მიტოვებული კულტურის სახლის შენობა ახალგაზრდეების გარკვეული ჯგუფის შეკრებისა და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ადგილად იქცა.

მეზობლები ამბობენ, რომ მათი შიშით ბავშვებს გარეთ არ უშვებენ.



,,ყოფილა შემთხვევები, როდესაც მეორე სართულიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა, ბავშვებს ქვები ესროლეს." - ამბობენ ისინი.

ჩვენ ვესაუბრეთ ყოფილი კულტურის სახლის გვერდით მცხოვრებ ნუგზარ მაჭავარიანს. ის შიდა ქართლის თავადაზნაურთა საკრებულოს ხელმძღვანელია და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისტორიული შენობების დაცვას. იგი შიშობს, რომ შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაძლოა მძიმე კრიმინალური დანაშაულის ადგილად იქცა.



"ცოტახნის სწინათ, ამ შენობამ დაკარგა თავისი ფუნქცია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღარ ჩათვალა საჭიროდ, ამ შენობაში კულტურის კერის ფუნქციონირება და მიატოვა უპატრონოდ. მიტოვების შედეგი კი ის არის, რომ თვითონ შენობა ხომ ინგრევა, სახურავი ახდილია , კედელში ხე ამოდის და აქეთ ფანჯრები ყველგან დამტვრეულია. გარდა ამისა, გადაიქცა, ახალგაზრდების შეკრების ადგილად. სხვადასხვა ჯგუფები მოდიან და შიგნით რას აკეთებენ, არ ვიცი. აქ საუბრობენ, რომ რაღაცა სატანისტური რიტუალებიც ტარდება. ამზადებენ ნარკოტიკებს და შემდეგ მოიხმარენ" - წუხს ნუგზარ მაჭავარიანი და დასძენს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ამ შენობაში არიან, ამ ქუჩაზე მცხოვრებ პატარა ბავშვებს ემუქრებიან და აშინებენ.



"მეზობლებს შეურაცხყოფას აყენებენ. ეუბნებიან "თქვენ ვინ გეკითხებათ, აქ რას ვაკეთებთ?" ოთხი დღის წინ ხანძარიც გაჩნდა. კიდევ კარგი დროულად აღმოაჩინეს გამვლელებმა და სახანძრო -სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ აქ რაღაცა კრიმინალური დანაშაული მოხდეს. მიხედვაა საჭირო. ვინ უნდა მიხედოს? ვის ბალანსზეა, მე არ ვიცი. იქნებ ვინმეს მოსთხოვონ ყურადღება , რომ მიხედონ ამ შენობასან და კარგად ჩაკეტონ ან დარაჯი მაინც დაუყენონ. ერთი დამატებითი ხმის მიმცემი ეყოლებათ, რომ ეს რაღაცა უბედურება არ მოხდეს შიგნით. ქალაქის ცენტრში მდებარეობს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია"-ამბობს ნუგზარ მაჭავარიანი .

ნუგზარ მაჭავარიანის თქმით, ვაჟთა გიმნაზიაში მოღვაწეობდნენ სოფრომ მგალობლიშვილი, ერეკლე ტატიშვილი და სხვები...

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.