რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში სადგურის დასახლებაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე პოლიციელები დაკითხეს
გორის რაიონულ სასამართლოში, ბრალდებულ ვანო ღვინიაშვილისა და რატი
მამედოვის საქმეზე, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა მოისმინა
პროკურატურის მოწმეების ჩვენება.
ორივე მათგანს პროკურატურა ნიკა საბაშვილის მიმართ ფულის გამოძალვის ფაქტზე ედავება.
პროკურატურის სამივე მოწმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები არიან.
გამომძიებელი მიხეილ მთვარელიძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც პოლიციის შენობაში ნიკა საბაშვილმა ამომწურავი ინფორმაცია არ მიაწოდა საქმის გამომძიებელს, გადაწყვიტა, რომ თავად გასაუბრებოდა და მასთან საუბარი ფარულად ჩაეწერა.
"ვანო ღვინიაშვილს პირადად არ ვიცნობ. მასთან მქონდა მხოლოდ სამსახურეობრივი ურთიერთობა. აღნიშნულ საქმეზე 28 თებერვალს მე ჩავატარე საგამოძებო მოქმედება, ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ნიკა საბაშვილმა დაკითხვაზე, გამომძიებელს არ მისცა სრული ჩვენება. ამის შემდეგ მე მას პირადად გავესაუბრე და მან ჩემთან საუბარში თქვა ყველაფერი საქმის შესახებ. ამის შემდეგ მე ვაცნობე ხელმძღვანელობას. ეს ფარული ჩაწერა იყო დადგენილების საფუძველზე. პოლიციის შენობაში აღიჭურვა სივრცე შესაბამისი მოწყობილობებით. შევიყვანე ამ ოთახში და ხელახლა გავესაუბრე, სადაც მან ყველაფერი თქვა, რაც ჩაწერილია და დევს საქმეში. ჩანაწერი არის 1 წუთიანი და ჩემს გარდა იმ ოთახში არავინ ყოფილა. მე ვიყავი ამ საგამოძებო ჯგუფის წევრი და დიდი გამოცდილების თანამშრომელი. ფარული ჩანაწერის განხორციელებამდე ღვინიაშვილი იყო მხოლოდ მოწმის სტატუსით. გამოძიების პროცესში მას შევატყე, რომ მისი მენტალიტეტიდან გამომდინარე, გამომძიებელს სრულ ჩვენებას არ მისცემდა. ამიტომ გადავწყვიტე მასთან პირადად გასაუბრება. ემჩნეოდა, რომ იყო ქურდული მენტალიტეტის გამზიარებელი და უჭირდა ჩვენების მიცემა."-აღნიშნა მიხეილ მთვარელიძემ.
პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა მის მიერ წარდგენილ მოწმეს, მიხეილ მთვარელიძეს ჰკითხა ჩანაწერის შინაარსის შესახებ, რაც ვანო ღვინიაშვილის ადვოკატმა, ნინო შავშიშვილმა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ შშს-ს მიერ მოპოვებული აუდიო ჩანაწერი, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მისი მტკიცებით, ჩანაწერის გაკეთებამდე, ის პოლიციამ დაარიგა, თუ რა უნდა ეთქვა იმ ოთახში შესვლისას.
"აღნიშნული საქმე მოკვლევის პროცესშია და მოწმეებს უფლება არ აქვთ ფარული ჩანაწერის შინაარსზე ისაუბრონ." - გააპროტესტა ადვოკატმა ნინო შავშიშვილმა, რაც მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა დააკმაყოფილა.
პროკურატურის კიდევ ერთი მოწმე, გამომძიებელი დაჩი მშვიდობაძე ამბობს, რომ ის თავად იყო ჩართული სადგურზე მომხდარი მკვლელობის, საგამოძიებო პროცესში, თუმცა მას შემდეგ რაც ის პროკურატურამ მოწმის სახით დაიბარა, აღნიშნულ საქმესთან შეხება არ აქვს.
" მე გავჩხრიკე ის მანქანა, რითაც გადაადგილდებოდა რატი მამედოვი, თუმცა ვერაფერი ამოვიღე. აგრეთვე ამოვიღე ჩანაწერი, ავტო სახელოსნოს ერთერთი ოთახიდან. ჩანაწერი იყო 4 ან 5 დღის. მე ამ ჩანაწერს არ გავეცანი. ჩავდე აღნიშნული საქმის მასალებში და მას შემდეგ საქმის მასალებთან წვდომა არ მქონია."-ამბობს გამომძიებელი დაჩი მშვიდობაძე.
აღნიშნულ სასამართლო პროცესზე, პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა, მესამე მოწმედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გორის რაიონული სამმართველოს უფროსი გამომძიებელი დავით ჩიტიშვილი გამოიძახა.
დავით ჩიტიშვილი ამბობს, რომ მან პირადად ჩაატარა ჩხრეკა რატი მამედოვის სახლში, თუმცა არც სახლში და არც მანქანაში, საგამოძებო სამსახურს არაფერი ამოუღია.
"საქმიდან გამომდინარე, ვიცნობ ბრალდებულებს. სხვა შეხება მათთან არ მქონია. მხოლოდ ის ვიცი, რომ რატი მამედოვი რომ დააკავეს, მოიყვანეს პოლიციის შენობაში. მასშემდეგ მე ამ საქმესთან შეხება არ მქონია."-ამბობს უფროსი გამომძიებელი, დავით ჩიტიშვილი.
შეგახსენებთ, მკვლელობა გორში, სადგურის დასახლებაში 2023 წლის 28 თებერვალს მოხდა.
პროკურატურის მტკიცებით, სადგურის დასახლებაში მცხოვრებმა, ხელოსანმა ნიკა საბაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა ირაკლი კობერიძეს და ვანო ღვინიაშვილს. კობერიძე ადგილზე გარდაიცვალა, ღვინიაშვილი კი, რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდა სამხედრო ჰოსპიტალში.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები