რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მოჭიდავეთა ტრავმების მიზეზები - გორის უნივერსიტეტის კვლევა
გორის ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლის ბაზაზე
ჩატარდა გამოკითხვა როგორც სპორტსმენებისა, ასევე მათი
მწვრთნელებისა. კვლევას გორის უნივერსიტეტის წარმომადგენელი გიორგი
ბიძინაშვილი ხელმძღვანელობდა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილეობდა 35 მოჭიდავე (სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის და გამოცდილების), 7 მწვრთნელი და 5 ვეტერანი მოჭიდავე. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მონაწილეობდნენ წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენები, სპორტსმენები, რომლებსაც დიდი წარმატებები აქვთ საერთაშორისო ასპარეზზე. უმაღლესი კატეგორიისა და დამსახურებული მწვრთნელები, ვეტერანი სპორტსმენები - დამსახურებული სპორტის ოსტატები.
გამოკითხულ სპორტსმენთა ასაკი არის 15-დან 21 წლის ჩათვლით. ამ სპორტსმენების ვარჯიშის დაწყების ასაკი არის 7-10 წელი, ჭიდაობაში მოღვაწეობის ხანგძლივობა შეადგენს 5-დან 13-ზე მეტ წელიწადს. რაც შეეხება მათ მიერ მიღწეულ წარმატებებს, წარმატებები ბევრია, ეს არის: ეროვნულ პირველობებზე და ჩემპიონატებზე გამარჯვებები, გამარჯვებები ევროპისა და მსოფლიო პირველობებზე და ჩემპიონატებზე, ამ ყველაფერს ემატება ბევრი მედალი დიდ საერთაშორისო ტურნირებზე.
შეკითხვაზე თუ რა ტრავმები გაქვთ მიღებული, სპორტსმენებმა დაასახელეს შემდეგი: წელის კუნთებისა და ნერვების დაზიანება, მხრის სახსარში ხელის ამოვარდნა, კისრის კუნთების ტრავმა, ხერხემლის ტრავმა, ხელისა და ფეხის სხვადასხვა ადგილებში მოტეხილობა, თითების მოტეხილობა და ამოვარდნა. გამოკითხულთა საბედნიეროდ 3 სპორტსმენს სერიოზული ტრავმები არ ჰქონიათ.
რაც შეეხება მწვრთნელებსა და ვეტერან სპორტსმენებს, მათი ასაკი არის 39-დან 63 წლამდე, ვარჯიშის ხანგრძლივობა აქტიურ სპორტში 10-დან 25 წლამდე, მწვრთნელად მუშაობის სტაჟი 5-დან 40 წლამდე. ამ დამსახურებულ სპორტსმენებში არიან საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები როგორც კადეტებში, ასევე ახალგაზრდებსა და დიდებში - ოლიმპიური თამაშების მონაწილეები, მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულები.
საკითხზე, თუ რა ტრავმები აქვთ მიღებული, მათ დაასახელეს შემდეგი: ხელის (ხელების) მოტეხილობა იდაყვის სახსარში, საზარდულის დაზიანება, ნეკნების გადაცდენა, ხელის ამოვარდნები სხვადასხვა სახსარში, მუხლის სახსრის დაზიანება, კისრის მალებისა და კუნთების დაზიანება, ფეხის მყესების გაწყვეტა. ყველა გამოკითხული რესპონდენტი ტრავმების მიღების მიზეზს ასახელებს: ცუდი ილეთები მოწინააღმდეგის მხრიდან, მძიმე მოწინააღმდეგე, ცუდი მოთელვა, მათ მიერ არასწორად შესრულებული ილეთი, არასაკმარისი ფიზიკური მომზადება, არასაკმარისი ტექნიკური მომზადება, ყურადღების მოსუსტება, წონის დაკლება, მშიერ მდგომარეობაში ყოფნა, დაღლა (გადაღლა), დიდი დატვირთვა. ანკეტაში ჩამოთვლილი ტრავმების გამომწვევი მიზეზების გათვალისწინება აუცილებელია ტრავმების პრევენციის მიზნით.
რაც შეეხება ვეტერან სპორტსმენებს და მწვრთნელებს, მათი ტრავმების მიზეზი იყო: ცუდი (სუსტი მოთელვა), ყურადღების (განწყობის) მოსუსტება ვარჯიშის დროს, მძიმე მოწინააღმდეგე, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ფაქტორს (ცუდი განწყობა), უხარისხო საჭიდაო ლეიბი, სიცივე დარბაზში, წონის დაკლება, ძლიერი მოწინააღმდეგე, არასაკმარისი ტექნიკური მომზადება, ცუდი ილეთი მოწინააღმდეგის მხრიდან.
რაც შეეხება საკითხს, ჰქონდა ტრავმებს განვითარება ან გართულება, როგორც აქტიურმა, ასევე ვეტერანმა სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა აღნიშნეს, რომ ტრავმებს უმეტეს შემთხვევაში განვითარება ჰქონდა. ჩატარებულ სამკურნალო პროცედურებს შორის გამოიკვეთა ანკეტაში წარმოდგენილი მკურნალობის ყველა ფორმა. მიღებული ტრავმები ხელს უშლის ყველა მოჭიდავეს როგორც პრაქტიკულად ჭიდაობაში, ასევე სპორტსმენების დიდ ნაწილს ცხოვრებაში. სპორტსმენებს ბევრჯერ უნახავთ მსგავსი სირთულის ტრავმები სხვებზე ჭიდაობისას: შეჯიბრზე, სასწავლო-საწვრთნო შეკრებებზე, ვარჯიშზე.
კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გორის უნივერსიტეტმა წარმოადგინა რამდენიმე წესი, რომელიც დაცული უნდა იყოს ჭიდაობაში მოღვაწე როგორც სპორტსმენის, ასევე მწვრთნელის მიერ:
1. მოჭიდავე უნდა სწავლობდეს და ფლობდეს სწორ ტექნიკას, ტექნიკურ მოჭიდავეების ასპარეზობაში და პაექრობაში ტრავმები ფიქსირდება მინიმალური პროცენტით;
2. სასწავლო-საწვრთნო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს კომპეტენტური, პროფესიონალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, რომელიც ასწავლის მოჭიდავეებს სწორ, უსაფრთხო ჭიდაობას;
3. ხარისხიანი და საფუძვლიანი მუშაობა უნდა სრულდებოდეს მოქნილობაზე, ეს მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ფიზიკური თვისებების როლი. მოქნილი მოჭიდავეები ნაკლებად იღებენ ტრავმებს;
4. უნდა ავარიდოთ თავი სახიფათო მოვლებებსა და აკრძალულ ილეთებს. მწვრთნელებმა და მსაჯებმა მკაცრად უნდა ადევნონ თვალყური ორთაბრძოლებს და მოითხოვდნენ სპორტსმენებისგან წესების დაცვას;
5. წონის დაკლების პროცესი უნდა იმართებოდეს თანამიმდევრულად და არა ნაჩქარევი პრინციპით შეჯიბრის მოახლოების დროს;
6. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა იყოს ტანზე მომჯდარი, საჭიროების შემთხვევაში მოჭიდავე უნდა იყენებდეს დამცავ საშუალებებს;
7. შეხვედრის დაწყებამდე იკრძალება ტანზე მალამოების ან სხვა ნივთიერებების წასმა და გამოყენება, ეს შეიძლება ტრავმის მიზეზი გახდეს;
8. ფრჩხილები დაჭრილი უნდა იყოს;
9. საჭიდაო ლეიბი (ხალიჩა) უნდა იყოს იდეალურად სუფთა.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები