რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
თიბისი კაპიტალი - წმინდა სავალუტო შემოდინებები კვლავ გაუმჯობესდა
დეკემბრის წმინდა სავალუტო შემოდინებები ისევ გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებებით, ეს ძირითადად ტრადიციული ტურიზმის მატებით იყო გამოწვეული მაშინ, როდესაც მიგრაციის ეფექტი მცირედით, მაგრამ კვლავ შემცირდა.

უკვე იანვრის დეპოზიტების ყოველდღიურ დინამიკაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. ლარის სეზონური გაუფასურების მოლოდინები, თავისთავად, ბოლოდროინდელი გარკვეული გამყარების გამო შეიცვალა. სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, იანვარში დეკემბერთან მიმართებით უკვე ლარის დეპოზიტების ზრდა ვალუტასთან შედარებით ჭარბობს. ეს კი, ხშირად, მოლოდინების საკმაოდ აკურატული საზომია.

ამ ფონზე, უნდა ველოდოთ თუ არა ლარის დამატებით გამყარებას? ამ მხრივ, სავალუტო შემოდინებებსა და სენტიმენტებთან ერთად, თიბისი კაპიტალის ლარის გაცვლითი კურსის ჩარჩოს კიდევ დამატებით 2 კომპონენტია გასათვალისწინებელი. კერძოდ, დაბალი ინფლაცია და ბოლო პერიოდში საკმაოდ გამყარებული ლარის საშუალო კურსი, რაც ზოგიერთი ინდუსტრიისათვის კონკურენტუნარიანობის კუთხით, შესაძლოა მხოლოდ გარკვეულ, მაგრამ მაინც გამოწვევას წარმოადგენს.

ამდენად, მართალია სებ-ის დეკემბრისა და იანვრის სავალუტო ინტერვენციების შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი, თუმცა თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, სექტემბერ-ნოემბერში 169.4 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვის შემდეგ, კვლავ აშშ დოლარის შესყიდვის მიმართულებით ინტერვენციები უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ლარის მატერიალური გამყარება.

როგორც ყოველთვის, ბევრია დამოკიდებული ევროსა და სხვა რეგიონული ვალუტების დინამიკაზე. ამ მხრივ, აღსანიშნავია თურქული ლირის დამატებით დასუსტება, თუმცა, ამავდროულად, რუსული რუბლის გამყარება. მთლიანობაში, ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, ბოლო პერიოდში ლარის საშუალო გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება არ იკვეთება.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად
მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

16:04 / 18.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.