რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
საგანგაშო ვითარება აიპიებში - გორის მერმა შიდა აუდიტის დასკვნა საკრებულოს გაუგზავნა
გორის მერიის შიდა აუდიტმა შეამოწმა ორი - აიპი, 3 - სამსახური და
ერთი - სოფლის წარმომადგენლობა. შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად
დადგინდა, რომ სიტუაცია სავალალოა.
შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა მერაბ რაზმაძემ ანგარიში 2024 წლის 4 იანვარს წარუდგინა მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს. ერთთვიანი შიდა განხილვების შემდეგ, აღნიშნული ანგარიში საკრებულოს გადაუგზავნეს. ამჯერად, საკრებულოს წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, მისაღებია თუ არა გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიერ მოწონებული ანგარიში.
რომელი ორგანიზაციები შეამოწმეს?
შიდა აუდიტმა შეამოწმა კეთილმოწყობის სააგენტო, სასმელი წყლის სისტემების სამსახური, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახური, მეჯვრისხევის ადმინისტრაციული ერთეული და მერიაში დასაქმებულ თანამშრომელთა მონაცემები.
რა წერია ანგარიშში?
- აიპიებში კადრების დანიშვნა ხდება ძირითადად კონკურსის გარეშე, ნებისმიერ პოზიციაზე უკონკურსოდ, საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარეშე თანამშრომელთა დასაქმებამ, შეიძლება გამოიწვიოს არაკვალიფიციური კადრის მოზიდვა და ეჭვქვეშ დააყენოს მენეჯერის ობიექტურობა.
- ადამიანური რესურსის სათანადო მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია მენეჯმენტმა განსაზღვროს დაწესებულების საქმიანობისათვის საჭირო თანამშრომელთა ოპტიმალური რაოდენობა. დასაქმებულთა რაოდენობის არასწორი განსაზღვრა იწვევს თანხების არაეფექტიან და არაპროდუქტიულ ხარჯვას.
- არ არის შემუშავებული ობიექტებში საწვავის აღრიცხვა-ჩამოწერის წესი, რაც ზრდის საწვავის არამიზნობრივი და არაეფექტური ხარჯვის რისკს.
- ხშირ შემთხვევაში შემუშავებული არა აქვთ სტრატეგიული გეგმა, რომელშიც განსაზღვრული იქნება ორგანიზაციის მომავლის ხედვა, არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები და ამოცანები. დაგეგმვისა და პრიორიტეტული მიმართულებების გაანალიზების გარეშე, იზრდება განსაზღვრული მისიის სრულყოფილად შესრულების რისკი.
- არ არის შემუშავებული დასაქმებულთათვის თითოეულ პოზიციაზე გაწერილი, ჩამოყალიბებული ფუნქცია-მოვალეობები, რაც ხელშ შეუშლის შესრულებული სამუშაოს სრულყოფილ და ობიექტურ შეფასებას.
- ობიექტების მხრიდან ხშირ შემთხვევაში არ არის სრულყოფილად დაგეგმილი საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი, აღნიშნული იწვევს წლის დასაწყისში დამტკიცებული ასიგნების ხშირ ცვლილებას, რაც მიუთითებს ორგანიზაციის მხრიდან არაეფექტურ დაგეგმვაზე.
- არ წარმოებს საწყობის, მარაგების აღრიცხვის ჟურნალი, შედეგად არსებობს რისკი, რომ ობიექტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ანდა დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
- არასრულყოფილადაა შესრულებული საქმისწარმოების ერთიანი წესებით დამტკიცებული მოთხოვნები, მაქსიმალურად და ოპერატიულად თუ არ მოხდა კორესპონდენციაზე რეაგირება - ინფორმაციის მოძიება, პასუხის გაცემა, სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა, საჯარო ინფორმაციის გაცემა და სხვა, ორგანიზაცია ვერ შეძლებს საქმიანობის სრულფასოვნად წარმათვას.
- არასწორადაა დაანგარიშებული მშენებლობის მოსაკრებლისთვის გადასახდელი თანხები, რაც მიუთითებს, რომ კონტროლის მექანიზები სუსტია და დასახვეწი, მენეჯერული, ფინანსური და სხვა სახის კონტროლის მექანიზმების შეფერხება ქმნის სამსახურის ფინანსურ და რეპუტაციულ რისკებს.
- არ არის შემუშავებული მონიტორნგზე გასვლის წლიური გეგმა-გრაფიკი, ისე, რომ ორგანიზაციაში უწვეტი მონიტორინგის სისტემა განხორციელდეს, რაც ხელს შეუწყობს სამსახურის გამართულ და ეფექტიან მუშაობას.
- არ არის ხელმძღვანელი პირის მიერ გადანაწილებული უფლება-მოვალეობები, თუ არ მოხდა გარკვეული უფლება-მოვალეობის გადანაწილება - დელეგირება მოადგილესა და სამსახურის ხელმძღვანელებზე, ორგანიზაციის საქმიანობა ვერ იქნება ეფექტიანი და ვერ მიაღწევს დასახულ მიზნს.

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები