რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
5 მიზეზი, თუ რატომ გრძელდება 3 წელი დიდ მეჯვრისხევში სკოლის რეაბილიტაცია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მეჯვრისხევში სკოლის რეაბილიტაცია 2021 წლის 24 დეკემბერს დაიწყო და ზუსტად ერთ წელიწადში, 2022 წლის 23 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო.

ხელშეკრულების ვადა, მრავალჯერ შეტანილი ცვლილების შედეგად, 1157 დღის გასვლის შემდეგ ამოიწურება. დღევანდელი მონაცემებით, ხელშეკრულების ვადა გახანგრძლივებულია 2024 წლის 25 თებერვლამდე. აქედან გამომდინარე, 3 წელია,დიდი მეჯვრისხევის სკოლის 300-ზე მეტი მოსწავლე მეზობელი სოფლის სკოლაში დადის და მოუთმენლად ელის საკუთარ სკოლაში დაბრუნებას.



მეჯვრისხევში შიშობენ, რომ სკოლის რეაბილიტაცია ვერც 2024 წლის 25 თებერვლამდე დასრულდება, რადგან სამუშაოები ფართო მასშტაბით არ მიმდინარეობს. ჯამში 2,63 მლნ ლარი იხარჯება.

ვადების გადაწევა ჯარიმების გარეშე


ვადის გადაწევის შესახებ შეთანხმებები, სამშენებლო კომპანიასა და დამკვეთს შორის, რამდენჯერმე შედგა. დამკვეთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოა.

,,ქართლის ამბები"" დაინტერესდა იმ მიზეზებით, თუ რა გახდა რეაბილიტაციის გაჭიანურების მიზეზი?

ერთ-ერთი მიზეზი, რაც ვადის გადაწევის მიზეზად სახელდება, არის 60-დღიანი წვიმა, რომელიც მათი ცნობით, 2023 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 30 ივნისამდე (90 დღეში) დაფიქსირდა.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთული დოკუმენტებით ვგებულობთ, რომ კომპანია ,,სქაიჰაუსს"" სააგენტოსთვის წარუდგენია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, სადაც ნალექიანი დღეების შესახებაა საუბარი.

ჩვენ ვცადეთ ამ ცნობის მოპოვება, თუმცა,ეს ცნობა არაა საჯაროდ ატვირთული. ამ ცნობის შესახებ საუბარია მხოლოდ დავით გაგუას წერილში. სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით გაგუა სააგენტოს დირექტორის ლევან სუხიტაშვილს, რომ ცნობის მიხედვით, 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, 60 კალენდარული დღის განმავლობაშიიყო ნალექიანი ამინდი. 3 თვის მანძილზე კი 90 დღეა.

გაგუას მოხსენებითი ბარათით ვგეულობთ იმასაც, რომ სამუშაო ჯგუფი იკვლევს წვიმიანი პერიოდის ამბავს, კერძოდ, ნამდვილად წვიმდა თუ არა მეჯვრისხევში 60 დღე – 2023 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

იხ. ფოტოზე დავით გაგუას წერილი:



რაც შეეხება სხვა მიზეზებს:

ვადის გადაწევის შესახებ I შეთანხმება 2022 წლის 26 ივნისს შედგენილ შეთანხმებაში ჩნდება. შეთანხმებაში ვკითხულობთ:

2022 წლის 14 ივნისს სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ხელმძღვანელს აცნობა, რომ მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას საჭირო გახდა რიგი ცვლილებების განხორციელება.

კერძოდ, სპორტდარბაზის რეაბილიტაციის პროცესში გაარკვიეს, რომ საძირკვლის ბეტონს აქვს ძალზე დაბალი სიმტკიცე.

,,სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით სპორტდარბაზის აღდგენა-გამაგრება არარენტაბელურია. აგრეთვე დაემატა სამ სართულიანი შენობის გამაგრების პროექტი, ამოღებული იქნა ხარჯთაღრიცხვიდან ავარიული სპორტული დარბაზის გამაგრება-რეაბილიტაცია და დაემატა სასწავლო კორპუსის საყრდენი კედლების გამაგრების სამუშაოები. მას შემდეგ, რაც განხორციელდა კედლებიდან ძველი ნალესის დემონტაჟი, გამოვლინდა, რომ სამ სართულიან სასწავლო შენობაში მონოლითური სვეტების ნაწილის სტრუქტურა დარღვეულია. სააგენტომ შეისწავლა აღნიშნული საკითხები, მომზადდა სამ სართულიანი შენობის გამაგრების პროექტი. შესაბამისად, განხორციელდა ხარჯთაღრიცხვის კორექტირება. დაემატა სასწავლო კორპუსის საყრდენი კედლების გამაგრების სამუშაოები."" - წერია მოხსენებით ბარათში.

2022 წლის 20 სექტემბერს ,,სქაიჰაუსი""-მ სააგენტოში წარადგინა ახალი სარეაბილიტაციო სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი შესათანხმებლად. სამუშაო ჯგუფმა მიზანშეწონილად მიიჩნია ვადის გაზრდა 2022 წლის 24 დეკემბრიდან 90 კალენდარული დღით, 2023 წლის 23 მარტის ჩათვლით, საჯარიმო სანქციების გამოყენების გარეშე.

ვადის გადაწევის შესახებ II შეთანხმება - 29 დეკემბერი 2022 წელი

2022 წლის 05 დეკემბერს სააგენტოს აცნობეს, რომ გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა.

კერძოდ, დემონტაჟი გაუკეთდა დაზიანებულ აგურის ტიხრებს, რომელიც შეცვალეს ბლოკით. დემონტაჟი გაუკეთდა რადიატორებს; კედლები გაამაგრეს არმო-პერანგით, შეამცირეს ღიბის სიგრძე - 320 მ-მდე. აღარ დაანგრიეს საქვაბე, მოწყობილობა ძველ საქვაბეში დაამონტაჟეს.

კომპანიამ სააგენტოს აცნობა, რომ ეს იყო დამატებითი სამუშაოები, რომლისთვისაც დამატებითი ფინანსური რესურსი იყო საჭირო.სწორედ ამ დროს გაზარდეს პროექტის სახელშეკრულებულო ღირებულება 2 660 431 ლარამდე.

ვადის გადაწევის შესახებ III შეთანხმება -10 აპრილი 2023 წელი

2023 წლის მარტში, 90 დღეც გავიდა, თუმცა სკოლის რეაბილიტაცია კვლავ არ დასრულდა.

21 მარტს შპს ,,სქაიჰაუსი""-მ მოითხოვა სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელება 30 ივნისამდე, საჯარიმო სანქციების გარეშე.

ამის მიზეზად დაასახელა იანვარსა და თებერვალში გამოვლენილი პრობლემები, რომლის გამოც, სამუშაოები დროებით შეჩერდა.

პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ,,გადახურვაში ღრუტანიანი ფილები იყო ჩაღუნული"". თუმცა 2023 წლის 20 თებერვალს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სააგენტოს აცნობა, რომ ღრუტანიანი ფილების ჩაღუნვები დასაშვებ ზღვარში იყო. ეს დასკვნა სამშენებლო კომპანიამ 2023 წლის 6 მარტს მიიღო.

კომპანიამ სააგენტოს აცნობა, რომ სამუშაოების გაგრძელება ამ დასკვნის მიღების შემდეგ, შეძლეს. ამიტომაც მოითხოვეს ვადის გადაწევა 2023 წლის 30 ივნისამდე.

ვადის გადაწევის შესახებ IV შეთანხმება - 30 აგვისტო 2023 წელი

2023 წლის 06 ივლისს შპს ,,სქაიჰაუსი""-მ სააგენტოში წარადგინა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური ცნობა, რომლის მიხედვით 2023 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით ნალექიანი დღეების რაოდენობა შეადგენდა 60 კალენდარულ დღეს. ამის გამო, კომპანიამ მოითხოვა დიდი მეჯვრისხევის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელება 30 სექტემბერის ჩათვლით.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურებოდა 2023 წლის 30 აგვისტოს.

სამუშაო ჯგუფმა დაიწყო მოკვლევა, ნამდვილად ამინდის გამო შეფერხდა თუ არა მუშაობა, მაგრამ სააგენტო სამუშაო ჯგუფის მოკვლევას არ დაელოდა:

,,სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის შესწავლა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით."" - წერია მეოთხე შეთანხმებაში.



ვადის გადაწევის შესახებ V შეთანხმება - 18 ოქტომბერი 2023 წელი

30 სექტემბერიც იწურებოდა, როდესაც 2023 წლის 29 სექტემბერს სააგენტოს დირექტორის მოადგილემ შეადგინა სამსახურებრივი ბარათი, სადაც წერია, რომ დიდი მეჯვრისხევის სკოლის რეაბილიტაციის დროს, კვლავ გამოვლინდა გაუთვალისწინებელი შემთხვევები.

კერძოდ, სკოლის მეორე და მესამე სართულის იატაკების მოჭიმვის შემდგომ, ერთმანეთს ასცდა კიბის უჯრედები და დერეფნის იატაკი. საჭირო გახდა კიბეების დანგრევა და ახლიდან მოწყობა.

შპს ,,სქაიჰაუსი""-მ ითხოვა მეჯვრისხევის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელება უჯარიმოდ 2023 წლის 29 დეკემბრამდე.

სააგენტო დაეთანხმა მოთხოვნას და სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრა 2023 წლის 29 დეკემბერი საჯარიმო სანქციების გარეშე.

,,გაგრძელდეს ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 25 თებერვლამდე და ძალაში დარჩეს შპს ,,სქაიჰაუსი"-ზე 2023 წლის 1 აგვისტომდე დაკისრებული საჯარიმო სანქციები, რადგან აღნიშნული სამუშაოები მიუხედავად ობიექტზე არსებული გაუთვალისწინებელი გარემოებებისა, უნდა დასრულებულიყო გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში. ჯარიმის გადახდა განხორციელდეს დამკვეთთან შეთანხმებული გრაფიკით."" - წერია შეთანხმებაში.

რა წერია პროექტში?

პროექტის მიხედვით, რომლითაც რეაბილიტაცია დაიწყეს, წერია: შენობა შედგება სამი ნაწილისაგან, რომლებიც სხვადასხვა დროსაა აგებული. ორი მათგანი სასწავლო დანიშნულებისაა, ხოლო მესამე სპორტდარბაზია.

სასწავლო კორპუსებიდან მთავარი ნაწილი სამსართულიანია, მეორე კი ორსართულიანი. სამსართულიანი ნაწილი და სპორტდარბაზს უკავშირდება ერთსართულიანი შენობით, რომელშიც განთავსებულია გასახდელები.

სპორტდარბაზიც და მისი დამხმარე შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რაზედაც არსებობს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. დასკვნაში მოცემულია რეკომენდაცია სპორტდარბაზის გაძლიერება გამაგრებისთვის, ხოლო დამხმარე შენობის გამაგრება არარენტაბელურად არის შეფასებული.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.