რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
შსს-ს ცნობით, იფნარაში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურიდან გვაცნობეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარაში დათვი ჯაჭვით ხეზე დაბმული ნახეს. ცხოველთა დამცველების მიერ გავრცელებულ ფოტო და ვიდეოზე ჩანს, რომ ცხოველი მძიმე მდგომარეობაშია.

ინფორმაცია დათვის შესახებ თავდაპირველად გორში მცხოვრებმა თამუნა გოგალაძემ გაავრცელა. იგი დახმარებას ითხოვდა და განცხადებით მიმართა როგორც შს სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვით სამინისტროს, რომელთა დაქვემდებარებაშია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

თამუნა გოგალაძის ცნობით, ტერიტორია, სადაც დათვია დაბმული, წარმოადგენს დაცულ ტერიტორიას, ხოლო ცხოველი ბელობის დროს არის დაბმული, დათვს მარყუჟმა ყელის და კისრის არეში დაზიანებები მიაყენა.

,,ნაკრძალის რეინჯერი მიმტკიცებს, რომ დათვი ბრაკონიერების მიერ დაბმულ ხაფანგში გაება, წამოიყვანა და გადარჩენას ცდილობს, თან ამბობს რომ ზამთარში დათვებს სძინავთ და რომ გაუშვას, მგლის ლუკმა გახდება. კითხვა: ყელგადახსნილ დათვს ისევ ყელზე უკეთებ მარყუჟს ისე, რომ ლამის დაიხრჩოს? რატომ არ განაცხადეს ამ ფაქტის შესახებ?'' - კითხულობს ცხოველთა დამცველი.

თამუნა გოგალაძის განცხადებით, დღეს იფნარაში გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა დათვთან მიკარება ვერ შეძლეს. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

შს სამინისტროში გვითხრეს, რომ დათვი ამჯერად კვლავ ადგილზეა და ელოდებიან სპეციალისტებს, რომლებიც დათვის დაძინებას და შემდგომ წამოყვანას შეძლებენ.

მომდევო დღეს, 12 თებერვალს დათვის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკიც ავრცელებს:

,,დათვი დახურულ, იზოლირებულ საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული და ვცდილობთ, ზედმეტი განათებით, გადაღებითა და ხალხით არ შევაწუხოთ, რადგან ისედაც დაზაფრულია. ღამით გორის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და დათვის გადმოყვანასთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვეს. ჩვენი ვეტექიმი მათთან ერთად გაემგზავრა გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარე ტყეში, დათვი დააძინა და ამჟამად ცხოველი უკვე ჩვენთანაა, ახალი ზოოპარკის საკარანტინე სივრცეში. ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება, ამასთან ერთად, ძალიან დასტრესილი და შეშინებულია. ვეტექიმებმა ჭრილობა დაუმუშავეს და შესაბამისი პრეპარატებიც მისცეს. ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშაა და სამომავლო მკურნალობის კურსიც განსაზღვრული აქვს. იმ საკითხს, თუ როგორ, საიდან და რა ვითარებაში მოხვდა ცხოველი იქ, სადაც ჩვენმა ვეტექიმმა პირველად ნახა და დააძინა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. დათვის მკურნალობას ზოოპარკში გავაგრძელებთ მის სრულ გამოჯანმრთელებამდე და რეაბილიტაციის შემდეგ ვიმოქმედებთ ცხოველის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ობიქეტიდან წარმოქმნილი წყლები
მდინარე

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ობიქეტიდან წარმოქმნილი წყლები მდინარე

16:18 / 10.04.2025
ერთ-ერთი ასეთი მონაწილე დიანა გრიგორიანია. დიანა გრიგორინია
ქართლის სტუდიის სტუმარია.

ერთ-ერთი ასეთი მონაწილე დიანა გრიგორიანია. დიანა გრიგორინია ქართლის სტუდიის სტუმარია.

15:07 / 10.04.2025
,,ეხ მოხდა აქ, სადაც აქციის წევრები ვიკრიბებით ყოველ საღამოს.
მანქანამ ჩვენს წინ ჯერ შეანელა მოძრაობა,

,,ეხ მოხდა აქ, სადაც აქციის წევრები ვიკრიბებით ყოველ საღამოს. მანქანამ ჩვენს წინ ჯერ შეანელა მოძრაობა,

17:41 / 08.04.2025
"დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული, ადამიანების დაცვის
15:39 / 08.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.