რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
დაცულია თუ არა ტანის ლანდშაფტი? - ინტერვიუ სააგენტოს ხელმძღვანელთან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარაში დათვის დატყვევების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ირკვევა, რომ ამ საქმესთან ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ორი რეინჯერია კავშირში.

ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა. ამ სააგენტოს შექმნის ერთ-ერთი მიზანი, სწორედ,  ხეობაში ბინადარი ცხოველების და არა მარტო მათი დაცვაა. თუმცა, დათვთან დაკავშირებით, სწორედ რეინჯერების მიმართ გაჩნდა კითხვები.

სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ედიშერაშვილი აცხადებს, რომ რეინჯერებს მხოლოდ დათვის გადარჩენა სურდათ. როგორ აღმოჩნდა კერძო ტერიტორიაზე ცხოველი, ამის თაობაზე სააგენტოს ხელმძღვანელს ვესაუბრეთ:

,,დაახლოებით 5 დღის წინ (ინფორმაციის გავრცელებიდან - რედ) დაცული ლანდშაფტის რეინჯერებმა ე.წ ტროსებში გაჭედილი დათვის მოზრდილი ბელი იპოვეს. ცხოველი მძიმე მდგომარეობაში იყო, ამიტომ მათ ის შედარებით უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს, სადაც ამ ხნის მანძილზე უზრუნველყოფნენ დათვის გამოკვებას და პარალელურად შესაბამისი, კომპეტენტური ორგანოს მოძიებას, რათა დათვს დროული და სათანადო დახმარება გასწეოდა. რეინჯერებს ერთადერთი მოტივაცია ამოძრავებდათ - დათვის უსაფრთხოება და მისი გადარჩენა.'' - აცხადებს გიორგი ედიშერაშვილი.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, პარალელურად, ხელმძღვანელობა ჩაერთო საქმეში:



,,დავუკავშირდით ზოოპარკს, გავარკვიეთ რამდენად შესაძლებელი იყო მათი ჩამოსვლა და ცხოველის გადაყვანა ვეტერინარულ კლინიკაში. მათ აგვიხსნეს პროცედურები, რომ ჯერ გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურისთვის უნდა მიგვემართა ამ ფაქტზე რეაგირებისთვის. ამავე დღეს გარემოს ზედამხედველობის სამსახური დაცული ლანდშაფტის განყოფილებასთან ერთად ადგილზე გაეცნო ვითარებას, საქმეში ჩაერთო პოლიციაც და გუშინ გვიან ღამით ზოოპარკის წარმომადგენლების ადგილზე, უშუალოდ ჩართულობით და შესაბამისი პროცედურების დაცვით, ცხოველი გადაყვანილი იქნა ზოოპარკის კლინიკაში. ამჟამად მისი მდგოამრეობა სტაბილურია და უტარდება სათანადო მკურნალობა.'' - გვითხრა გიორგი ედიშერაშვილმა 12 თებერვალს.

როდის აცნობეს რეინჯერებმა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს? ეს ის კითხვაა, რომელიც ცხოველთა დამცველებს დღემდე აინტერესებს. დეპარტამენტს განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია, ხოლო გიორგი ედიშერაშვილი ამბობს, რომ საქმეზე მიდის გამოძიება:

,,გარეული ცხოველის (მათ შორის წითელი ნუსხის ბინადრის) დაზიანებულ მდგოამრეობაში აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე რათა არ მოვახდინოთ მისი უარესად დაზიანება და დასტრესვა, საჭიროა მივმართოთ კომპეტენტურ ორგანოებს და დავუკავშირდეთ გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს. ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რის შემდეგაც უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. დათვის ეს მდგომარეობა ცნობილი გახდა ცხოველთა დამცველებისთვის, რომლემაც ამ თემის აქტუალიზაცია მოახდინეს. ცხოველთა დაცვის მიმართულებით მოტივირებული ადამიანების და ორგანიზაციების აქტიურობას ჩვენ მხოლოდ დადებითად ვაფასებთ. მზად ვართ მსგავსი საკითხების პრევენციის და თუნდაც სამოქმედო გეგმის შედგენისთვის შევიმუშავოთ ფორმატი, რომლის ფარგლებშიც სამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივად იმუშავებენ.'' - გვითხრა მან.

გორელმა ცხოველთა დამცველმა დათვის შესახებ პოსტი 2024 წლის 11 თებერვალს გაავრცელა. მომდევნო დღეს კი ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა. როგორც თამუნა გოგალაძე იხსენებს, თავდაპირველად, ვიდეო ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გადაიღო და გამოაქვენა. თამუნა გოგალაძის თქმით, ეს ვიდეო მოქალაქეს წააშლევინეს, თუმცა ცხოველთა დამცველმა მისი მოპოვება შეძლო.

იმ ტერიტორიით, სადაც დათვი იყო დაბმული, მწყემსი ნიკოლოზ ყაზარაშვილი სარგებლობს. მწყემსმა ადგილობრივ ტელეკომპანია ,,მონიტორინგს'' უთხრა, რომ დათვი ხაფანგში გაბმული 4 თებერვალს ნახეს, შემდეგ კი რეინჯერებთან ერთად, მანქანით წამოიყვანეს. ამჯერად, გამოძიებას მოუწევს იმის გარკვევა, ნამდვილად მოქმედებენ თუ არა ბრაკონიერები დაცულ ტერიტორიაზე.


იხ. ამავე თემაზე:

გორის სოფელ იფნარას ტყეში დათვი ჯაჭვით დაბმული ნახეს

შსს-ს ცნობით, იფნარაში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხეზე დაბმული დათვი დააძინეს და იფნარიდან თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს

ფოტოზე: სოფელი იფნარა (ნანიკო მამისაშვილი)
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.