რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გორში ხელმოწერები შეგროვდა
პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გორში
ხელმოწერები შეგროვდა. ხელმოწერების შეგროვების პროცესი 19 თებერვალს
დაიწყო.
გორში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძეც. მისი განცხადებით, მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება.
"მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება ჩვენი საზოგადოების უპრეცედენტო აქტიურობა. ადამიანების რიგია, ვისაც სურთ, რომ ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ისინი მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენ ვნახეთ სულ რამდენიმე დღის წინ ნავალნის მაგალითი და არაერთხელ მოგვისმენია ჩვენ რუსი დიქტატორისგან, ვლადიმერ პუტინისგან, თუ როგორ ავლებდა პარალელს მიხეილ სააკაშვილსა და ნავალნის შორის. ასევე არაერთხელ გვინახავს, თუ როგორ ემუქრებოდა მიხეილ სააკაშვილს ის სიცოცხლის მოსპობით.
აქედან გამომდინარე, მისი გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ის არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ! ის არის პირადად ვლადიმერ პუტინის პატიმარი, ტყვე!
მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ქალბატონო სალომე, შეხედეთ რამდენი ათასი ადამიანი არის ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით. ისინი გთხოვენ, ნუ დაგვიმახინჯებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და გაათავისუფლეთ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები