რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
რატომ ვერ დასრულდა გუდალეთის გზის რეაბილიტაცია?
კომპანია ,,ენ დი როუდი'', რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ
გუდალეთის გზიას რეაბილიტაციაზე მუშაობდა, შავ სიაში შეიყვანეს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტომ 2024 წლის 1 მარტს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები დროულად ვერ დაასრულა და არც დაუმთავრებია.
მომჩივანი კასპის მერიაა, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს მოსახლეობას სიამაყით ამცნობდა, რომ ხორციელდებოდა გრანდიოზული პროექტი.
გუდალეთი ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია კასპის მუნიციპალიტეტში, რომელიც თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს.
,,ენ დი როუდის'' წარმომადგენლის განცხადებით, იგი ჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მისი ცნობით, 2023 წლის 11 სექტემბერს კასპის მერიას აცნობა, რომ სტიქიის შედეგად მის მიერ მოწყობილი საყრდენი კედელი მთლიანად წაიღო მოვარდნილმა ღვარცოფმა და ხელმეორედ უწევდა მისი გაკეთება, რის გამოც მოითხოვა სახელშეკრულებო ვადის გაგრძელება.
,,კასპის მერიამ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ამასთან, მოგვიწია უკვე გაკეთებული (ჩამოქცეული) საყრდენი კედლის ხელმეორედ გაკეთება, რის ღირებულებაც ასევე არ აუნაზღაურდა. კომპანიას არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები და, შესაბამისად, არ უნდა განხორციელდეს მისი შავ სიაში რეგისტრაცია.'' - აღნიშნულია კომპანიის საპასუხო წერილში.
მიუხედავად ამისა, კომპანია შავ სიაში დაარეგისტრირეს.
რა გამოიკვლია შესყიდვების სააგენტომ?
კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს "ენ-დი როუდს" შორის 2022 წლის 2 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა დაახლოებით 2,4 მლნ ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2023 წლის 6 აგვისტო.
მიმწოდებელს სამუშაოები უნდა შეესრულებინა ორ ეტაპად, კერძოდ, მიმწოდებელს პირველი ეტაპის სამუშაოები უნდა განეხორციელებინა 2022 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები – თანხის გამოყოფიდან და მიმწოდებლისთვის შეტყობინების გაგზავნიდან 6 თვეში.
მიმწოდებელმა 2022 წლის 2 დეკემბრის წერილით მერიას აცნობა, რომ ქარხნებში შექმნილი იყო ბიტუმის დეფიციტი, რის გამოც ვერ ხერხდებოდა ასფალტ-ბეტონის წარმოება საკმარისი რაოდენობით და აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვა სამუშაოების შესრულების ვადის 10 კალენდარული დღით გაგრძელება.
მხარეთა 2022 წლის 6 დეკემბრის შეთანხმებით პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 12 დეკემბერი.
2023 წელს დაიწყო მეორე ეტაპი, რომელიც 6 თვეში უნდა დასრულებულიყო. მხარეთა 2023 წლის 7 აგვისტოს შეთანხმებით მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 14 მარტიდან 2023 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მოქმედების ვადად – 2023 წლის 16 ოქტომბერი.
მიმწოდებელმა 2023 წლის 11 სექტემბრის წერილით კასპის მერიას აცნობა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად მის მიერ მოწყობილი საყრდენი კედელი წაიღო მოვარდნილმა ღვარცოფმა და უწევდა მისი ხელახლა გაკეთება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას მიმართა სამუშაოების შესრულების ვადის 40 კალენდარული დღის გაგრძელების თაობაზე.
მიმწოდებელმა 2023 წლის 16 ოქტომბრის წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა, რომ სამუშაოები დასრულების ეტაპზე იყო და მიმართა ხელშეკრულების მოქმედების ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ. მხარეთა 2023 წლის 16 და 17 ოქტომბრის შეთანხმებებით ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 ოქტომბერი.
მიმწოდებელმა 2023 წლის 30 ოქტომბრის წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას მიმართა ხელშეკრულების მოქმედების ვადის 10 სამუშაო დღით გაგრძელების შესახებ.
მხარეთა 2023 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 14 ნოემბერი.
მიმწოდებელმა 2023 წლის 13 ნოემბრის წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა რომ სამუშაოები დასრულების ეტაპზე იყო და ითხოვა ხელშეკრულების მოქმედების ვადის 1 თვით გაგრძელება.
მხარეთა 2023 წლის 14 ნოემბრის შეთანხმებით სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 17 ნოემბერი.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის 2024 წლის 1 თებერვლის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ შპს ,,ოპტიმალ გრუპ+"-ის მიერ წარდგენილი ინვენტარიზაციის ანგარიშით მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 814 397,87 ლარს, რაც 298 561.97 ლარით ნაკლებია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2 112 959,84 ლარზე. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით ირკვევა, რომ მიმწოდებელშესრულებული აქვს 1 811 679,04 ლარის სამუშაო, რაც ხელშეკრულების ღირებულების 86%-ს შეადგენს.

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები