რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან უკვე მიიღო
გადაწყვეტილება ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე.
“ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით, 10 საათზე. არ დაველოდე არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს. არც მუქარებს[დაველოდე]. იმიტომ რომ მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა 12 აპრილს, საღამოს პირდაპირ ეთერში.
მისი თქმით, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა დოკუმენტზე ჯერ ხელი არ მოუწერია და ამ პროცედურას რამდენიმე დღე დაჭირდება.
ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” მან პოლიციის როლზეც ისაუბრა:
“მე მინდა ყველას ვუთხრა ამ ქვეყანაში, რომ პოლიცია არათუ საპატიოა და პატივსაცემი, არამედ იმ პერიოდში, სადაც ახლა შევდივართ, პოლიციის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესენი იქნებიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე. მიდის მსჯელობა, რომ საზოგადოება გაყონ, დააჯახონ, გაიმეორონ წარსულიდან ცუდი ფურცლები, და ამ ყველაფერში ჩვენი დამცველი არის და იქნება პოლიცია. წინასწარ მათ მინდა გამოვუცხადო პატივისცემა და რწმენა, რომ ისინი იქნებიან იქ, სადაც სახელმწიფოს და ქვეყანას სჭირდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს გამოაცხადა გადაწყვეტილება 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
წყარო ,,ნეტგაზეთი''

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები