რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორი-კასპის დეპუტატმა საერთაშორისო ფონდებისგან ერთ წელიწადში 20 000 ლარი მიიღო
გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა პირველი
მოსმენით ხმა მისცა რუსულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით უცხოური
გავლენის ინტერესების გამტარებლად ითვლება ის მედიასაშუალება და
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ძირითადად უცხოური ფონდებისგან
ფინანსდება.
გიორგი სოსიაშვილი დეპუტატად 2023 წლის ოქტომბერში აირჩიეს მას შემდეგ, რაც პარლამენტი გახარიას წარმომადგენელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დატოვა.
პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგ გიორგი სოსიაშვილმა 2023 წლის ნოემბერში შეავსო ქონებრივი დეკლარაცია. დეკლარაციის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ წინა წელს მან საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღო უცხოური ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტებიდან. ჯამში, მიღებულმა თანხამ შეადგინა ზუსტად 19 947.56 ლარი, თითქმის 20 000 ლარი.
უფრო კონკრეტულად,
2022 წელი – 3853,09 ლარი
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში – ტრენერი/მკვლევარი
2022 წელი – 6838,47 ლარი
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონალური განვითრების პროცესში" - ტრენერი/მკვლევარი
2022 წელი – 3920 ლარი
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ბავშვთა უფლებების ცენტრის ცოდნის ცენტრის დაფუძნებას ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის,დამოკიდებულებების ა და პრაქტიკის დასანერგად" -კოორდინატორი
2022 წელი – 3200 ლარი
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კვლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის შესახებ" - კოორდინატორი
2022 წელი – 1708,8 ლარი
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა მრავალფეროვნებისა და განსხვავებული შესალებლობების მხარდაჭერის გზით" - კოორდინატორი
2022 წელი – 427,2 ლარი
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სასკოლო სასწავლო გეგმაში ბავშვთა უფლებების კვლევა" - მენეჯერი
შეგახსენებთ, 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის მხარდამჭერი იყო 83 დეპუტატი, მათ შორის 73 - "ქართული ოცნებიდან", "ხალხის ძალიდან" - 9 და "ევროპელი სოციალისტებიდან" -1.
რაც შეეხება უნივერსიტეტიდან მიღებულ შემოსავალს, ამავე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სოსიაშვილმა მიიღო რექტორის თანამდებობაზე ყოფნისას მიიღო 36099,32 ლარი; ხოლო პროფესორის პოზიციიდან მიიღო 34 195,2 ლარი. ჯამში 70 294.52 ლარი.
გიორგი სოსიაშვილმა მიიღო 22800 ლარი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტში, სადაც ის მკვლევარი იყო პროექტში - ,,შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიული რეპრეზენტაცია"
გიორგი სოსიაშვილი იყო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ,,მაჩაბელი" -საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, შემდეგ კი ჟიურის წევრი. ამ პროექტში შემოსავლის სახით მიიღო 8480 ლარი.

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები