რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ქვიშხეთის სკოლიდან გაგდებული ოსი პედაგოგი ხაშურის მერიის გაზეთში ,,უსამშობლო კაცად'' მოიხსენიეს
,,ხაშურის მოამბეში“ 2024 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვით, ეროვნული მოძრაობის დროს, ქვიშხეთის სკოლიდან ისტორიის მასწავლებელი, 40 წლის ასაკის, ეთნიკურად ოსი მამაკაცი ეთნიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს. სტატიაში წერია, რომ 1991 წელს, ისტორიის მასწავლებელს მოსწავლეები გამგებლის მხარდაჭერით აუმხედრდნენ. პედაგოგი კი მოხსენიებულია ,,უსამშობლო კაცად“.

სტატიის ავტორი პროფესიით ისტორიკოსია. ის, პედაგოგის გაგდების დროს, ქვიშხეთის საკრებულოს გამგებლად იყო არჩეული. ეროვნული მოძრაობის დაწყებამდე, ამავე სოფლის სკოლის დირექტორად მუშაობდა. როგორც მასალიდან ირკვევა, ოს მამაკაცსა და მას შორის, დაპირისპირება 1985 წლიდან დაიწყო.

სტატია იწყება იმით, რომ 80-იამი წლების დასაწყისში ქვიშხეთის ახალი სკოლა მისი თაოსნობით აშენდა, თუმცა ამ ფაქტის გამო, ახალგაზრდა მასწავლებელს მის წინაშე აღფრთოვანება არ გამოუხატავს. პედაგოგთა ერთ-ერთი შეკრების დროს, დირექტორსა და მასწავლებელს შორის, სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ამ დაპირისპირების შემდეგ, დირექტორი სკოლიდან გაუთავისუფლებიათ.

მოგვიანებით, 1990-იან წლების დასაწყისში, საქართველოში ქართულ-ოსური კონფლიქტი დაიწყო. ეროვნული მოძრაობის დროს, სკოლის ყოფილი დირექტორი ქვიშხეთის საკრებულოს გამგებლად აირჩიეს. ყოფილი გამგებელი წერს, რომ მასთან მივიდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც შესჩივლეს, რომ ისტორიის მასწავლებელი ისტორიას ამახინჯებს, კერძოდ, როგორც მოგონებებიდან ჩანს, ოს პედაგოგს მიაჩნდა, რომ დიდგორის ბრძოლა დავით აღმაშენებელმა ოსების დახმარებით მოიგო; რომ ვახტანგ გორგასალმა ბაყათარი ღალატით მოკლა, ხოლო თამარ მეფეს ოსი ქმარი ყავდა და ა.შ.

ამის გამო, როგორც მოგონებებში წერია, სკოლაში აქციები დაწყებულა. გამგებელმა სხვა კლასელებსაც მოუწოდა გამოსვლებისკენ, პედაგოგი სკოლიდან გააგდეს, უფრო მეტიც, იძულებული გამხდარა ცხინვალში გაქცეულიყო.

რა წერია მერიის ბიუჯეტით დაფინანსებულ გაზეთის სტატიაში:

,,ერთხელ ახალ სკოლაში გაკვეთილების დამთავრების შემდეგ 5 მასწავლებელი საყარაულოში პურს ჭამს. მეც „შემითრიეს“. როგორღაც წავიბუტბუტე, - ამ სკოლის მშენებლობას დიდი დრო დავახარჯე. ნეტავი თუ დამიფასებენ? ზოგმა რა თქვა, ზოგმა რა.

- შენც არ თქვა ახლა „ეიფელის“ კოშკი ავაგეო, წაიბურტყუნა ისტორიის მასწავლებელმა.

ახლაც მახსოვს მისი დამცინავი და შურიანი თვალები „შური არს მწუხარებაი სხვისა კეთილსა ზედა“, ბრძანა დიდმა სულხან-საბამ. შური საშინლებაა, იქიდან ბოროტებამდე ერთი ნაბიჯია.

ვერ ავიტანე მისი დამცინავი სიფათი და მივახალე, - ქვიშხეთისათვის ეს სკოლა ეიფელის კოშკიც არის და „ემპაიერ ბილდინგიც“, მე ქვიშხეთელი ვარ და ქვიშხეთში ავაშენე, ეიფელი პარიზელი იყო და პარიზში ააგო. შენ ერთი უსამშობლო დაბოღმილი და სიძულვილით გაჟღენთილი კაცი ხარ, შენისთანებს მხოლოდ ნგრევა შეუძლიათ. (ამ კაცმა დიდი როლი ითამაშა დირექტორობიდან ჩემს განთავისუფლებაში).

ერთი კვირის თავზე, ცხრამუხაში გადამიყვანეს, სასწავლო ნაწილის გამგედ.ოთხი წლის თავზე, ქვიშხეთის საკრებულოს გამგებლად ამირჩიეს.

ეროვნული მოძრაობა ახალი დაწყებულია. ერთ დილას ოთხი მეთერთმეტეკლასელი შემოვიდა კაბინეტში. სამი ბიჭი და ერთი გოგონა. ხსენებული ისტორიის მასწავლებელზე მესაუბრნენ.

- გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენ ისტორიას, ისტორიულ პირებს, განსაკუთრებით თამარ მეფეს, გადავწყვიტეთ მაგის გაკვეთილზე არ შევიდეთო.

- მარტო თქვენ ხართ მაგ აზრზე, თუ ორივე მეთერთმეტე კლასი? - ვკითხე

- ყველანი ამ აზრზე ვართ, მეათე კლასსაც დავიყოლიებთო, - მიპასუხეს.

- კარგად მოგიფიქრებიათ, ბოლომდე თუ იბრძოლებთ, გააგდებენ მაგ ნაძირალას, ახლა სხვა დროა.

- კი, ვიბრძოლებთ.

- აბა, დღესვე არ შეხვიდეთ და ვნახოთ რა მოხდება?

ასე დაიწყო მოსწავლეთა გაფიცვა. სკოლის დირექტორი მესამე დღეს განათლების განყოფილების გამგეს ეახლა. გაფიცვის მიზეზებიც აუხსნა.

ბატონი მურად მთვარელიძე იმ დღესვე ამოვიდა სკოლაში. ესაუბრა გაფიცულებს. მერე მასწავლებელს და მოსთხოვა შენი განცხადებით წადიო.

წავიდა. ცხინვალში გადაბარგდა და რენეგატ ოსებს შეუერთდა.’
’ - ციტატის დასასრული.


სახელმწიფოს დღევანდელი პოზიცია


ამ ფაქტის შესახებ ვესაუბრეთ იმდროინდელ განათლების განყოფილების ხელმძღვანელს, მურად მთვარელიძეს.

,,თუ სწორად მახსოვს, 1951 წელს იყო დაბადებული. ეს ამბავი მახსოვს და დახლოებით მეც ის ვიცი, რაც ამ წერილში წერია. ის ახალგაზრდა კაცი, იმის შემდეგ აქ აღარც გამოჩენილა და ვერც გამოჩნდებოდა, მგონი ცოცხალიც აღარ არის.“ - გვითხრა მურად მთვრალიძემ.

ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მივმართეთ წერილობით, დღეს მოხდებოდა თუ არა მსგავს შემთხვევის განმეორების შემთხვევაში, პედაგოგის გათავისუფლება:

,,გაცნობებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის არცერთ საჯარო და კერძო სკოლაში არ არის დასაქმებული სტატიის ავტორი არცერთ პოზიციაზე. რაც შეეხება კაზუისტიკურ შეკითხვას, გაცნობებთ რომ მოქმედი კანონმდებლობით სკოლაში დადგენილია ნეიტრალურობისა და არადასკრიმინაციულობის პრინციპი კერძოდ, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-5, მე-5 და მე-7 პუნქტების თანახმად, ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება ან გამონაკლისის დაშვება ჩაითვლება დისკრიმინაციად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, ემსახურება თითოეული პირისა და ჯგუფის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა. სკოლა თანასწორობის საფუძველზე იცავს უმცირესობების წევრების ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებას, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება.““ - მოგვწერეს განათლების რესურსცენტრიდან, რომელსაც ხელს ზვიად გოგუაძე აწერს. ამ წერილიდან ცოტა ხანში ზვიად გოგუაძე მერიის მოადგილედ დაინიშნა.

რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუკი მოსწავლეები ითხოვენ პედაგოგის გათავისუფლებას, ამ კითხვაზე ზვიად გოგუაძემ გვიპასუხა:

,,ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილია, რომ ნებისმიერი ინსტიტუცია ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს. შესაბამისად, დღესაც, თუ რომელიმე მოსწავლეს მასწავლებლის სწავლის მეთოდოლოგიასთან და ან მის პირად შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ექნება პრეტენზია, შეუძლია განაცხადოს და სკოლის დისციპლინური კომიტეტი განიხილავს მასწავლებლის მხრიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტს და გამოიტანს შინაგანაწესით დადგენილ გადაწყვეტილებას.“ - აღნიშნავს ზვიად გოგუაძე.

ქვიშხეთის სკოლის შემთხვევაში, როგორც სტატიის ავტორი იხსენებს, ეთნიკურად ოს პედაგოგს სკოლიდან გათავისუფლება მოსთხოვა განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა:

,,მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლებას რაც შეეხება, დღეს, მოქმედი კანონმდებლობით, დაუშვებელია ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე.ზოგადად, პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე წარმოადგენს დანაშაულს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით, შრომის კანონმდებლობის დარღვევის სახით.“ - გვწერს განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

რატომ გამოქვეყნდა ეს ამბავი მერიის გაზეთში იმ ფორმით, რომ თითქოს ქვიშხეთის სკოლაში საამაყო ფაქტი მოხდა? მივმართეთ ხაშურის მერიის პრესცენტრს, საიდანაც პასუხი არ მიგვიღია. ასევე, არ მიგვიღია პასუხი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.