რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
7 მაისის წვიმა და შვიდმაისობა შიდა ქართლში
ქართული ტრადიციით, შვიდი მაისის წვიმა განსაკუთრებული უნარის მქონე ძალად არის მიჩნეული და ეს ძალა უშუალოდ ნაყოფიერებისათვის არის განკუთვნილი, რასაც ნათელს ჰფენს ქართლში სხვადასხვა დროს დადასტურებული მასალა.

შვიდი მაისის ნამს ოჯახის უფროსი სახაშეში ჩაუშვებდა, ღმერთო, ბარაქა დაადე ჩვენს მოსავალსო. ყანა არ მოცდებოდა, თუ “შვიდი მაისის ნამი დეეცაო” (რუხაძე 2001: 199). ისევე, როგორც სხვა არაერთ რიტუალში, აქაც წინაქრისტიანულ ხალხურ აგრარულ გამოცდილებას აძლიერებს ჯვრის დღესასწაულის საეკლესიო რწმენის დანაშრევი. ამ დღეს ცაზე ჯვარი უნდა გამოსახულიყო.

ხალხური ტრადიციით, შვიდმაისის წვიმა ანაყოფიერებდა ყველაფერს, რასაც შეეხებოდა. ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ ფოლკლორული ნიმუშები:

“შვიდიმაისის წვიმაო,
თმა კოჭებამდინაო.
შვიდიმაისის წვიმაო,
თავზე დამედინაო,
შვიდ-შვიდი ნაწნავი თმა
თავზე დამეფინაო.

ან: შვიდიმაისის წვიმაო,
თავზე დამედინაო
შვიდმარცვალი ბეწვი მქონდა,
შვიდათასად მექცაო” (სიხარულიძე 2001.260).

შვიდმაისის წვიმას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯანმრთელობისათვისაც. ამ დღეს სცოდნიათ ახალმოკრეფილი ყველანაირი ბალახებითა და მცენარეთა ფოთლებით შეზავებული და გამთბარი წყლის გამოყენება, როგორც თმის, ასევე სხეულის დასაბანად.

“წვიმის წყალში ჩავდებდით ყველანაირ ბალახსა, ფოთოლს და ყვავილს. ასეთი წყლით დავიბანდით თმასაც და ტანსაც. იგი თმას გაზრდიდა, კანს გაალამაზებდა, ჯანმრთელობისათვის იყო კარგი” სცოდნიათ შვიდი სახის ბალახ-ყვავილის მოგროვებაც. ასეთი სახის ნამზადი წყალი გამოიყენებოდა ქალური და რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ (სიხარულიძე 2001: 260).

აღსანიშნავია, რომ შვიდ მაისს სამკურნალო მცენარეების მოკრეფის და შენახვის გარკვეული წესი არსებობდა. ნ. მინდაძის დაკვირვებით, „ქართველმა მკურნალმა ქალებმა კარგად იცოდნენ სამკურნალო მცენარეების თვისებები, მათი შერჩევა, შენახვა. სამკურნალო მცენარეებს ისინი უმეტესწილად (მაგრამ არა ყოველთვის) გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში აგროვებდნენ, როდესაც მცენარე წვნით ივსება, წელიწადში ორი დღე კი 7 მაისი - ჯვრის გამოჩინების დღე და ამაღლება მცენარეთა შეგროვებისათვის ყველაზე საუკეთესოდ ითვლებოდა. ის იმოწმებს მთხრობელს, რომლია გადმოცემითაც, 7 მაისს, როდესაც ცაზე ჯვარი გამოჩნდებოდა, აუცილებლად წვიმა უნდა წამოსულიყო.

წმინდა წვიმის წყალი მიწას ეპკურებოდა და მცენარეებს სამკურნალო თვისებებს უძლიერებდა. ასევე აძლიერებდა თურმე მცენარეთა სამკურნალო თვისებებს ამაღლების დღის მადლი“( მინდაძე 2008:67-68). მათ კრეფდნენ უმთავრესად მაშინ, როდესაც ცაზე ჯვრის გამოჩენის დროს წვიმა მოვიდოდა, რომელიც ნაკურთხად მიაჩნდათ. ამ წყლით მცენარეებს სამკურნალო თვისებები უძლიერდებოდათ.

ჩვენ მიერ შეკრებილი მასალის მიხედვით: „შვიდი მაისობის დილას უნდა აგვეღო უბარი წყალი, რომელიც შეშინებულს ან გულით ავადმყოფს კურნავდა“. ამ დღეს მცენარეების ნამის შეგროვება ლიახვის ხეობის სოფლებში აუცილებელი და მნიშვნელოვანი საწესო ქმედება იყო: „ნამებს მოაგროვებდნენ ბალახიდან, ფოთლებიდან. არც ფუჭდებოდა, არც ხავსი ედებოდა. ყველა ავადმყოფობას შველოდა (მუცლის გვრემა, გაციება).

ერთხელ დილით ბაღში ვიღებდი ნამებს, ჩამოიარა მეზობელმა, მომესალმა. მე რა თქმა უნდა, ხმა არ გავეცი. მეზობელი გამიწყრა. მეორე დღეს მივედი და ვუთხარი-ნუ მიწყრები, უბარი ვიყავი და შვიდი მაისის წყალს ვიღებდი“.

შიდა ქართლში შვიდი მაისის წვიმასთან დაკავშირებით საყურადღებოა თედო სახოკიას მოსაზრება: „მაისის შხაპუნა წვიმა, ჩვენი ხალხის დაკვირვებით, ჭირნახულისათვის მეტად მარგებლად ითვლებოდა. მათივე აზრით, ამ წვიმის მოსვლა, თითქოს ემთხვეოდა მაისის შვიდს, როცა საქართველოში სხვადასხვა დღეობები იცოდნენ. მაგ. თეთრგიორგობა, დიდგორობა, იოანე ზედაზნელობა(ზედაზენში), შიომღვიმლობა, თვით შვიდმაისობა (ხიდისთავში). ამიტომ, ქალები, ვისაც გრძელი თმა ენატრებოდა თავზე, შვიდმაისს ზეცით წამოსულ წვიმას შიშველ თავს შეუშვერდნენ და სანამ ერთიანად არ გაიწუწებოდნენ, არ მოეშვებოდნენ. ამაზედაცაა გამოთქმული ლექსი, რომლის თანახმად, შვიდმაისის წვიმას თვისება ჰქონდა, ვინც მას მიმართავდა შემწეობისათვის, მთხოვნელს თმა კოჭებამდე გაეზრდებოდა. შვიდმაისობას სოფლის მეწამლე დედაკაცები დილაადრიანად მინდვრად გავლენ ბალახების მოსათხრელად, რადგან მათი რწმენით, ამ დღეს მოთხრილ ბალახს ძალა აქვს და ავადმყოფის მოსარჩენად მისი ძალა უტყუარია ( სახოკია 1961:, 75).

როგორც ირკვევა, შვიდმაისის წვიმას არა მარტო თმის გაზრდა-გამსხვილება შეეძლო, არამედ ზოგად-სამკურნალო, გამანაყოფიერებელი თვისებაც გააჩნდა. “იგი ხელს უმართავდა ყოველსავეს რაც დედამიწიდან აღმოცენდებოდაო” ( სახოკია 1961: 75).

საინტერესოა ის ფაქტი, რომ შვიდმაისობას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, წვიმა ყოველთვის მოდიოდა. 

როგორც შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, შვიდმაისობა მთელი საქართველოსთვის უნივერსალური დღესასწაული უნდა ყოფილიყო. ამის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ ქართველი ეთნოგრაფების მიერ სხვადასხვა დროს მოძიებული მასალა. შვიდი მაისის წვიმა, ნამი მარგებელია მცენარისათვის, ადამიანისათვის, ყველასათვის კარგია. 7 მაისს წვიმა რომ მოვა, კარგია, კარგათა აქვთ დაცდილი, იტყვიან-ბარაქიანი წელიწადი მოვა, მოსავლიანი.


წყარო: თამილა კოშორიძე, ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი შიდა ქართლში
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.