რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორში სათამაშოების მაღაზია ,,მელაკუდა“ გაიხსნა
გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ ,,გორი მოლის“ პირველ სართულზე, ჰიპერმარკეტ ,,კარფურის“ წინ, სათამაშოების მაღაზია ,,მელაკუდა“ გაიხსნა. ეკომეგობრული და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მელაკუდა მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს, N71 სერთიფიკატის მქონე პროდუქციას და სხვადასხვა ასაკის გოგონების თუ ბიჭებისთვის სასურველ უამრავ ექსკლუზიურ სათამაშოს სთავაზობს.

გახსნის ცერემონიაზე, ,,მელაკუდას“ გუნდმა ბავშვთა გასართობ ცენტრ ,,ქიდსლენდის“ დახმარებით პატარებს გასართობის პროგრამა შესთავაზა და არაერთი პრიზი გაათამაშა, ასევე, ,,მელაკუდა“ ყველა სტუმარს პოპკორნით და ბამბის ნაყინით გაუმასპინძლდა.

--- ,,მელაკუდაში“ წარმოდგენილია სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი, თითოეული პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს საქართველოში დადგენილ სტანდარტს, გააჩნია N71 სერთიფიკატი და შეესაბამება ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმებს.

ჩვენს პროდუქციაში, სხვადასხვა ასაკის როგორც გოგონების, ასევე ბიჭებისთვის, უამრავ ექსკლუზიურ სათამაშოს იხილავთ, ეს გახლავთ მულტიფუნქციური სამზარეულო თუ ბრენდული ავტომობილები.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ,,მელაკუდა“ ძალზე ეკომეგობრულია და გვაქვს ხის სათამაშოების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი. თითოეული პროდუქტი გახლავთ ეკოლოგიურად სუფთა, არის წყლის საღებავებით შეღებილი, გარდა ამისა, ხის სათამაშოების ხაზით ვთანამშრომლობთ ადგილობრივ წარმოებასთან - ,,კერასთან“, რომელიც ასევე აწარმოებს ხის პროდუქციას: სანათებს, სათამაშოებს, საბავშვო სარკეებს და ყველა ამ პროდუქტის მოხატვა-შეღებვისთვის იყენებს ეკოლგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო წყლის საღებავებს.

მოკლედ, გარდა იმისა, რომ ,,მელაკუდა“ ეკომეგობრულია და ცდილობს, უსაფრთხო პროდუქცია მიაწოდოს პატარა მომხმარებლებს, ამავდროულად, ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას, იგივე, ,,კერასთან“ თანამშრომლობით და სამომავლოდაც განვიხილავთ არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობას.

ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს, ფერად გარემოს, ხელით მოხატულ ინტერიერს, მისაღებ ფასებს, მაღალი ხარისხის მომსახურებას, ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ,,მელაკუდა“ საკმაოდ ხშირად სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა აქციას, ფასდაკლებებს.

,,მელაკუდას“ პირველი მაღაზია ერთი წლის წინ გაიხსნა თბილისში, ,,გლდანი მოლში“, რომელიც საკმაოდ წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, ეს კი, ,,გორი მოლში“ წარმოდგენილი ,,მელაკუდა“ გახლავთ ჩვენი მეორე ფილიალი და აუცილებლად გავაგრძელებთ ქსელის გაფართოებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის პარალელურად გეტყვით იმასაც, რომ ,,მელაკუდას“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია, ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე განახორციელა ინდივიდუალური სოციალური აქცია იმ კონკრეტულ ოჯახებთან, სადაც რამდენიმე ბავშვი იზრდება და ამჟამად გეგმავს, ითანამშრომლოს გორის ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან“, თანამშრომლობისთვის საჭირო პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და უახლოეს მომავალში ვესტუმრებით აღნიშნულ ცენტრს“, - ნათია დათაშვილი, ,,მელაკუდას“ დამფუძნებელი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.