რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ქვენატკოცელი სტუდენტი წყლის ქაფისა და ჭავლის ქვეშ
ბიჭი, რომელიც 1 მაისს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე წყლის ჭავლს, შემდეგ ქაფს ებრძოდა და დროშას აფრიალებდა, 20 წლის გიორგი უროტაძეა.

ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოციდანაა. გიორგი მოძებნა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა და ინტერვიუც ჩამოართვა.

გიორგი უროტაძე ამჟამად, უნივერსიტეტის სტუდენტია, სწავლობს ვეტერინარიაზე.

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც პარლამენტის მარცხენა მხარეს მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

,,აქციაზე ყოველდღე დავდიოდი, მაგ დღეს არ ვაპირებდი მისვლას, დილით მქონდა გამოცდა, მერე სტაჟირებაზე ვიყავი კლინიკაში, მერე ცეკვაზე წავედი. ცეკვის ბოლოს, ჩემმა მეგობარმა დამითანხმა და წავედით აქციაზე, ბოლო მეტროს გამოვყევით თავისუფლებაზე.

ძალიან ბევრი ხალხი იყო, მოწამლული გაზით. დასველებული წყლით. პარლამენტის მარცხენა მხარეს არეულობა იყო, ვიფიქრე, დახმარება ხომ არ ჭირდებათ ჩვენს თანამოაზრეებს. დავინახე დროშა იყო დადებული ისე, თითქოს ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. ვიფიქრე, რომ ეს დროშა უნდა ფრიალებდეს; და რომ ჩვენ არ ვნებდებით.

მოვკიდე ამ დროშას ხელი და ვაფრიალებ. შეეცადნენ ჩემს ჩამოგდებას წყლის ჭავლით და ქაფით. ზურგიდან მესხმოდა წყალი, მაგრამ მიზნად მქონდა, რომ ეს დროშა მეფრიალებინა.

მაშინ ძალიან გულანთებული ვიყავი, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ არ შეგვეშინდება არც წყლის ჭავლის და არც გაზის. მაშინ გაზი შევისუნთქე და ფიზიოლოგიური ხსნარით დამეხმარნენ.'' - იხსენებს გიორგი ინტერვიუში.

როგორც გიორგი ინტერვიუში ყვება, იმ დროს მისი მშობლები სოფელში იყვნენ და არ იცოდნენ, რომ შვილები აქციაზე იმყოფებოდნენ:

,,ამ დროს მშობლებმა არ იციან, რომ აქციაზე ვარ. ცეკვა დამიმთავრდა 12 საათზე და ჩემ დასთან ერთად ვაპირებდი სახლში წასვლას. დედაჩემმა დაიძინა, იცოდა, რომ სახლში ვიყავით მე და ჩემი და. მე კი მაგ დროს ვაფრიალებ დროშას.

დილით მხვდება ის, რომ ყველას ჩემი ვიდეო უდევს, მირეკავს დეიდაჩემი, როგორ ხარ, რამე ხომ არ იტკინე. თან დილის 11 საათზე მქონდა გამოცდა, 20-დან 20 ქულა ავიღე გამოცდაზე. უნივერსიტეტში რომ მივედი, ბავშვები - ყოჩაღ, ყოჩაღ! - მეხუტებიან ჩემი კურსელები.

დედაჩემს ძალიან შეეშინდა, დამირეკა, რომ ჩამოდი სოფელში, დაგიჭერენ. მერე ჩემ დას ურეკავდა. ყველა ამაყობს, ჩემი მშობლები, ჩემი ნათესავები, ყველას უნდა ევროპისკენ და არა რუსეთისკენ. ბავშვობიდან მესმოდა, რომ რუსეთი მტერია, დედამმაც და მამამაც მასწავლა.

2008 წლის ომის დროს, 4 წლის ვიყავი, მაშინ ცოცხალი ჯაჭვი რომ გავაკეთეთ, დედამ სანამ დროშა არ შემიკერა, არ გამიშვა. მამაჩემის ზურგზე ვიყავი დროშით, ქართველი ჯარისკაცები ხელს მიქნევდნენ.'' - იხსენებს გიორგი.

მამამისიც ვეტერინარი იყო, ამ პროფესიას ბავშვობიდან ასწავლიდა.

,,თუ ვინმეს დახმარება სჭირდებოდა სოფელში, მივდიოდი მამაჩემთან ერთად და ვსწავლობდი. სკოლა დავამთავრე ქვენატკოცაში. ახლა კლინიკაში ვარ სტაჟირებაზე, ექიმად მინდა მუშაობა დავიწყო.'' - ამბობს გიორგი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.