რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
დასრულდა ,,მწვანე კვირეული'', რომელიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსწავლეებისთვის მოაწყვეს
დასრულდა ,,მწვანე კვირეული'', რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლის მოსწავლეებისათვის, 27 მაისიდან 5 ივნისამდე გაიმართა.

კამპანია გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობადობის დონის გაზრდას ისახავდა მიზნად.

კვირეულის დასასრულს, 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები EUMM გორის ოფისის წარმომადგენლებმა და სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად დაასაუფთავეს.

კვირეული მოაწყვეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გორის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებმა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ CENN- ის წარმომადგენლებმა შიდა ქართლში.

მწვანე კვირეულის ფარგლებში, CENN- შიდა ქართლის კორდინატორმა ირმა კიტრიაშვილმა და EUMM გორის საველე ოფისის წარმომადგენლებმა ლექცია - სემინარები ჩაატარეს გარემოსდაცვით თემებზე; სოფელ დიცში, მერეთში, წაღვლში, ხურვალეთსა და პატარა მეჯვრისხევში.

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 1972 წლიდან აღინიშნება გაეროს გენერალური ანსამბლიის გადაწყვეტილებით.

გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.