რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის მერიის საზაფხულო ბანაკს ზურაბ მძინარაშვილი უხელმძღვანელებს
დასრულდა ტენდერი, რომელიც გორის მერიის საზაფხულო ბანაკის მოსაწყობად გაიმართა. ბაკურიანში ბანაკის მოსაწყობად მერია 91 ათას ლარს ხარჯავს. 16-დან 20 წლამდე ასაკის მოზარდებს ბანაკში 3 ეტაპად მოემსახურებიან.

პროექტის ხელმძღვანელი ზურაბ მძინარაშვილია. ის ამავე დროს ააიპ ,,ჭკვიანი მომავლის’’ დამფუძნებელია.

მერიას წარუდგინეს იმ პირთა სია, რომლებიც ბანაკის წევრებთან იმუშავებენ. ჩამონათვალში შედიან:

ციური დურული – გორის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოცენტი

გიორგი ტალახაძე – კოლეჯ განთიადის პროგრამირების მენტორი და ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მარიამ ისპირიანი - ქალაქ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტი და ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ლიკა მელანაშვილი - ახალგაზრდობის სააგენტო, ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის ლიდერი, ასევე მუშაობს გორის ეპარკის ინტერნეტ ტელევიზიაში - „სტუდია ოქონა“

ბაჩო კოპაძე - წმინდა იოანე მოწყალის სათნოების სახლის კოორდინატორი (შინმოვლისსამსახური), პრაქტიკოსი ექთანი.

უჩა გორდაძე - ახალგაზრდული პროექტების ორგანიზატორი; ა(ა)იპ ჭკვიან მომავალი 2018 წლიდან- დღემდე

ნუგზარ სამხარაძე – ააიპ ,,ჭკვიან მომავალში’’ ახალგაზრდული შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი

არჩილ ჭოველიძე – ააიპ ,,ჭკვიან მომავალში’’ ახალგაზრდული შემოქმედებითი ჯგუფის წევრი, ლიდერი

თემურ კლიმიაშვილი – ტრენერი, ააიპ ,,ჭკვიანი მომავალი’’.

გორის მერიის ცნობით, ბაკურიანში 150 - მდე ახალგაზრდა სამ ეტაპად გაემგზავრება. ისინი ბანაკში 5 სრული დღე დარჩებიან. სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ მონაწილეთა რაოდენობა 169 უნდა იყოს.

მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა პირველ ივლისამდე - https://forms.gle/tqmdWb9K6YM77gk7A

ბენეფიციართა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: დოკუმენტაციის გადარჩევა; გასაუბრება

პროექტის მიზანია თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა.

ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ:

- ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია
- პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა
- ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ადვოკატირება;
- პროექტების წერა
- ემოციური კაპიტალი
- მედიაწიგნიერება
- საბაზო სამეწარმეო უნარები
- ციფრული უსაფრთხოება

პროექტი მერიაში წარდგენილია ,,კონფლიქტების გადაწყვეტის და შერიგების საერთაშორისო ფონდის'' სახელით, რომლის ხელმძღვანელია ელენე მინდიაშვილი.

ფოტოზე: ზურაბ მძინარაშვილი, გიგა გელაშვილი (ქართული ოცნების გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი); ბექა გიუნაშვილი - შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს ხელმძღვანელი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.