რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის პოლიციის თანამშრომლებს ახალგაზრდების ცემაში ადანაშაულებენ
გორში, პოლიციელებს 19-20 წლის ახალგაზრდების ცემაში
ადანაშაულებენ.
შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, მოხდა.
როგორც დაკავებულების ინტერესების დამცველი ადვოკატი, რევაზ რევაზიშვილი აცხადებს, გორის შს სამმართველოს თანამშრომლები ახალგაზრდებს სასტიკაც გაუსწორდნენ.
დაკავების დროს, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ გონებაც კი დაკარგა. საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო დასკვნებიც, სადაც ძალადობის ფაქტზეა საუბარია.
როგორც პროკურორმა ია მეფარიშვილმა განაცხადა, გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს შეტყობინება ერთ-ერთი ბინის ქურდობის შესახებ. შეტყობინების შემდეგ, პოლიციელები მივიდნენ ადგილზე და მოხდა დაკავება.
პოლიციელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, დაკავება მოხდა არა ბინაში, არამედ კორპუსის კიბეებზე.
,,საიდან ასკვნით, რომ ეს ადამიანები იყვნენ იმ ბინაში? თქვენ თავდაპირველად ჩვენებაში წერთ, რომ ადგილზე დააკავეთ. ახლა ამბობთ, რომ ბინაში არ დაგიკავებიათ'' - ჰკითხა ადვოკატმა პოლიციელს.
ადვოკატმა პოლიციელის ჩვენების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა.
თუ ვისთან იმყოფებოდნენ იმ დროს ახალგაზრდები, რა მტკიცებულებები აქვთ პოლიციელებს ახალგაზრდების წინააღმდეგ, ამის შესახებ ცნობილი მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი.
რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან ძალადობის კვალს. პოლიციელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა დაზიანება კედელთან დაჯახების შედეგად მიიღო.
დაკავებულთა მშობლები ითხოვენ ძალადობაში მხილებული პოლიციელების დასჯას.
საქმეს იხილავს მოსამართლე დავით მაკარიძე. პროცესი გადაიდო. დაიკითხებიან სხვა მოწმე პოლიცილებიც.

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები