რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
სტუდენტ ლერი დარჯანიას ,,ზონდერ ჯგუფები'' თავს დაესხნენ
17 ივნისს თბილისში, სტუდენტს და სამოქალაქო აქტივისტს, ლერი დარჯანიას სცემეს. ინფორმაცია თავდაპირველად, დათუნა დანელიამ გაავრცელა.

დათუნა დანელია რადიო თავისუფლებას უყვება, რომ შემთხვევა მოხდა 17 ივნისს, დილით 8 საათზე, თბილისში, ევდოშვილის ქუჩაზე, ლერი დარჯანიას საცხოვრებელ სახლთან - როდესაც სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, თავს "ოცნების ზონდერები" დაესხნენ.

მომხდარზე დათუნა დანელიამ ლერი დარჯანიასგან მაშინ შეიტყო, როდესაც ის უკვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში იყო. ამჟამად დარჯანია "კავკასიის მედიცინის ცენტრში" იმყოფება.

"ზონდერები როგორც იქცევიან, ზუსტად ასე მოხდა - მანქანაში იყო თავდამსხმელების ნაწილი, დაახლოებით 6-7 ადამიანი იქნებოდა, სავარაუდოდ, არ იყვნენ შეიარაღებული, შიშველი ხელებით იყვნენ, არაფერი განუმარტავთ პირდაპირ ცემაზე გადავიდნენ", - ჰყვება დათუნა დანელია. მისთვის უცნობია, თავდასხმამდე ლერის მიმართ იყო თუ არა რაიმე მუქარა.

დანელიას ინფორმაციით, ლერი დარჯანია 22 წლისაა, არის ყოფილი მოჭიდავე და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი, არასოდეს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წევრი, "აგენტების რუსულ კანონს აპროტესტებდა, დადიოდა აქციებზე, როგორც ყველა".

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე - ძალადობის მუხლით.

"აგენტების კანონის" მიღების შემდეგ, ერთი მხრივ, მოქალაქეები საჯარო სივრცეში "მოღალატეებს" და "მონებს" უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს, მეორე მხრივ, კანონის მოწინააღმდეგე სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს ფიზიკურად უსწორდებიან. გრძელდება მათი დევნა, დაშინება და შეურაცხყოფა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სახლებისა და ოფისების კედლებზე მუქარის შემცველი წარწერები ხვდებათ, თავს დაესხნენ ოპოზიციური "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს.

გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული აქტივისტებზე თავდამსხმელი არცერთი ადამიანი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.