რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის მოსამართლემ გირაო შეუფარდა მამაკაცს, რომელსაც პოლიციელის მიმართ ძალადობაში ედება ბრალი
გორის მოსამართლემ გოგა კუპრეიშვილმა არ დააკმაყოფილა პროკურორ ია მეფარიშვილის მოთხოვნა, ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

პროკურორის მტკიცებით, მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს ფორმა დაუხია, ხოლო ყელის არეში დაზიანებები მიაყენა.

ადვოკატი ნინო შავშიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციის თანამშრომელი არ უცემია, არც ფორმა დაუხევია და არც უგინებია, უფრო მეტიც, მისი განცხადებით, სხეულზე დაზიანებები სწორედ ბრალდებულს აღენიშნება. შესაბამისი სამედიცინო დასკვნები არსებითი განხილვის დროს იქნება წარდგენილი.

ადვოკატი ,,ქართლის ამბებთან'' საუბარში აცხადებს, რომ ინიციდენტი საღამოს საათებში გორში მოხდა. მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცილებდა მეგობარს. ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებმა, პოლიციას შეატყობინა, რომ ქუჩაში მამაკაცი ხმამაღლა საუბრობდა და იგინებოდა.

ზარის ავტორი კონტრდაზვერვის თანამშრომელი აღმოჩნდა. მისი შეტყობინების საფუძველზე პოლიციელები კორპუსის წინ გამოცხადდნენ და მოქალაქის დაკავება დაიწყეს.

როგორც ადვოკატს აქვს ინფორმაცია, დაკავების დროს, მოქალაქე ძირს დააგდეს: ,,ძირს აფორთხიალეს ეს ბიჭი და ამ დროს ჩაებღაუჭა პოლიციის თანამშრომლის საყელოს, რომ არ დაცემულიყო. ნაჭდევებიც სავარაუდოდ ამ დროს გაუჩნდა პოლიციელს. უფრო მეტი დაზიანება აღენიშნება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს,'' - აღნიშნა ადვოკატმა.

ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. საქმის არსებითი განხილვა ერთი თვის შემდეგ დაიწყება.

,,გორის რაიონული სასამართლო კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. დღეს, 353 მუხლით ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა არ შეუფარდა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორი საპატიმრო ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა. სასამართლომ დაცვის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. მადლობა მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის.'' - აღნიშნავს ნინო შავშიშვილი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.