რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი ქალებს და გოგონებს? - ამ კითხვას პასუხობს საინფორმაციო ბროშურა, რომელსაც "მოზაიკა" თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებაში ავრცელებს.
რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებთან ერთად, ბროშურაში საუბარია იმ სერვისებზე, რომლებსაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები საერთაშორისო გრანტების დახმარებით იღებდნენ.
"იურიდიული
მომსახურება, ფსიქოლოგიური დახმარება, პროფესიული და არაფორმალური
განათლება, დასაქმება და ეკონომიკური გაძლიერება – ეს ის სერვისებია,
რომლებსაც ქალებს, საერთაშორისო გრანტების დახმარებით, საქართველოში
მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ. რუსული კანონის
ამოქმედების და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობის შემთხვევაში,
პრაქტიკულად ქალები და გოგონები რჩებიან ყველა ამ სერვისის
გარეშე", - ვკითხულობთ
ბროშურის პირველივე გვერდზე.
როგორც "მოზაიკას" ხელმძღვანელი ამბობს, ამ გზით მოქალაქეთა ინფორმირება პროექტის "ქალები საერთო მიზნისთვის" ფარგლებში დაიგეგმა, რომელსაც ორგანიზაცია "ქალთა ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
"ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ბოლომდე ვერ იაზრებენ, თუ რა გავლენას მოახდენს მათ ცხოვრებაზე რუსული კანონის ამოქმედება და არასამთავრობო სექტორის შევიწროება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თანამოაზრეების ჩართულობით დაგვეგეგმა ეს საინფორმაციო კამპანია და ობიექტური ინფორმაცია მიგვეწოდებინა ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრების ქალებისთვის და გოგონებისთვის", - აღნიშნავს "მოზაიკას" ხელმძღვანელი.
საინფორმაციო
კამპანიაში, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გარდა,
ჩართულები არიან სოფლად მცხოვრები ქალებიც, რომლებიც ბროშურებს
საკუთარ თემში ავრცელებენ.
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
სტატიის გამოყენების პირობები