რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,კარგი ყოფილა გასვლითი შეხვედრა, ხშირად ვიაროთ რეგიონებში" - კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ


გიორგი ფეიქრიშვილი, ვასო თათრიშვილი და გუნდ ,,გამბიტის“ სხვა წევრები გუშინ თბილისიდან გორში ჩავიდნენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიეღოთ ფრენბურთის ჩემპიონატში. ისინი გორიდან შინ, ვაზისუბანში გამარჯვებულები გაბრუნდნენ.

თბილისელ ფრენბურთელებს იმდენად მოეწონათ გასვლითი შეხვედრა, რომ გადაწყვიტეს მსგავს ტურნირებში ხშირად მიიღონ მონაწილეობა.

,,ძალიან კარგი ტურნირი იყო. კარგი ყოფილა გასვლითი შეხვედრები. თუ კიდევ სადმე ჩატარდება, ვიაროთ რეგიონებში“ - ეუბნებოდნენ ბიჭები ერთმანეთს.

ტურნირი ფრენბურთში გორის უნივერსიტეტის დარბაზში ჩატარდა. ,,გამბიტი“ პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა გორის მე-7 საჯარო სკოლის გუნდმა. ტურნირში მონაწილეობდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

,,როდესაც მოედანზე შევდივარ, ყველანაირი პრობლემა მავიწყდება; ვიტვირთები ამ პრობლემებიდან, კონცენტრირებული ხარ თამაშზე და საერთოდ არ ფიქრობ პრობლემებზე, ფიქრობ, თუ რომელ ამხანაგს შეგიძლია მისცე პასი; რომელმა შეგიძლია მიგიყვანოს მოგებისკენ და ეს პრობლემები გავიწყდება, ფიქრობ თამაშზე“ - გვეუბნება ვასო, ,,გამბიტის“ მოთამაშე.



იმ ორგანიზაციის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ახალგაზრდებმა მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმონ ისეთ საქმიანობას, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა მათი განვითარებისთვის და წინსვლისთვის.

ახალგაზრდებისთვის განვითარებისთვის და არა მარტო მათთვის, ზრუნავს ორგანიზაცია ,,ნაბიჯი მომავლისკენ“, რომლის ხელმძღვანელია ქეთევან ბიძინაშვილი. ქეთევან ბიძინაშვილი წლებია შიდა ქართლში ნარკოტიკებისგან მიღებული ზიანის შემცირებისკენ იბრძვის.

ორგანიზაციამ თავის გარშემო შემოკრიბა სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და საფუძველი ჩაუყარა სათემო კოალიციას. სწორედ, ამ კოალიციის ეგიდით ჩატარდა აქტივობა გორში, 25 ივნისს.

,,ეს კამპანია 26 ივნისს უნდა გაგვემართა, მაგრამ იცით, რომ ამ დღეს დიდი ფეხბურთია, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ხვდება პორტუგალიას. გადავწყვიტეთ, რომ ერთი დღით ადრე ჩაგვეტარებინა ტურნირი“ - გვეუბნება ქეთი ბიძინაშვილი.

პროექტის სახელწოდებაა "ზრუნვა, პრევენცია და ადამიანის უფლებები"(CPR). მას ევროკავშირი აფინანსებს.



,,ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლები მიმდინარეობს ტურნირი. ევროკავშირის პროექტის სახელი გახლავთ - „ზრუნვა, პრევენცია, ადამიანის უფლებები" და ამ პროექტის ფარგლებში შიდა ქართლში, კერძოდ გორში, შექმნილი არის ჯანსაღი ცხოვრების სათემო კოალიცია მუნიციპალიტეტთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა აქტივისტები, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. აი ამ კოალიციის ეგიდით მიმდინარეობს ღონისძიება. ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს მრავალ სერვისს - ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების სერვისს და ასევე, ჩვენ ვახორციელებთ მრავალ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიებს წლების მანძილზე. ეს დაფინანსება - ევროკავშირის მხარდაჭერა გვაძლევს საშუალებას, რომ ვიმუშაოთ ახალგაზრდებთან. რთული სათქმელია რა შეიძლება იყოს მომავალში იმიტომ, რომ აღნიშნული კანონი ალბათ ძალიან შეზღუდავს იმ შესაძლებლობებს, რა შესაძლებლობებიც აქამდე ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმიტომ, რომ მათი უმეტესობა არ უჭერს მხარს აღნიშნულ კანონს. ასევე, პრობლემად მესახება, რომ შეიძლება დაიწყო სერვისების დეფიციტი, რადგან მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები ვერ აუვა ამ სერვისებს. ძალიან ბევრი მოწყვლადი ჯგუფის და ცხოვრებისეული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის არის ეს სერვისები. მე ვფიქრობ, რომ რაღაც ერთობლივი სამომავლო გეგმა უნდა გვქონდეს და ამისთვის სხვადასხვა შეხვედრებიც იმართება. ვფიქრობ, რომ კოლეგებთან ერთად მივალთ რაღაცა კონსესუსამდე, თუმცა ეს კანონი კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ მოსწონს არცერთს - არც საერთაშორისო და არც საზოგადოებრივ ორგანიზაციას.'' - გვითხრა ქეთი ბიძინაშვილმა.

,,ნაბიჯი მომავლისკენ" სათაო ოფისი გორში მდებარეობს და ფილიალი თელავშიც აქვს, 2006 წლიდან ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრია და აქტიურად მონაწილეობს ქსელის ფარგლებში განხორციელებულ ყველა აქტივობებში.

2007 წლის აპრილდან დღემდე ორგანიზაცია ახორციელებს ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ/შიდსის გავრცელების პრევენციას. 2011 წლის ივლისიდან კი ახორციელებს პროექტს „ C ჰეპატიტთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონის ამაღლება შიდა ქართლში“ ( დონორი - ღია საზოგადოების ინსტიტუტი OSI) და ა.შ.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობს შესახებ“, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია როგორც ,,რუსული კანონი“, შეეხება ,,ნაბიჯი მომავლისკენსაც''. კანონი 2024 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.



ქეთი ბიძინაშვილი გვეუბნება, რომ ეს კანონი უარყოფითად იმოქმედებს მათ საქმიანობაზე. ,,მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები ვერ შეძლებენ მოსახლეობისთვის იმ სერვისების მიწოდებას, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები დონორების დახმარებით მოქალაქეებს სთავაზობენ''

მმართველი გუნდის მტკიცებით, კანონი საქართველოში შემოსული უცხოური დაფინანსობის გამჭვირვალობას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობამ 2024 წლის აპრილსა და მაისში, ხალხმხრავალი პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად მიიღო კანონი, რომელიც მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის ძალად, თუკი მათი შემოსავლის 20 პროცენტი უცხოური ფონდებიდანაა.

კანონს სამოქალაქო საზოგადოებამ "რუსული კანონი" უწოდა, რადგან მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში უკვე გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, მედია და სამოქალაქო სექტორი.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.