რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
საქართველოს ბანკი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა და Visa რეგიონულ ბიზნესებს გაციფრულებაში ეხმარებიან

საქართველოს ბანკი, როგორც რეგიონში ბიზნესის დაწყებისა და განვითარების მხარდამჭერი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან და Visa-სთან პროექტ Go Digital-ის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე 11 მუნიციპალიტეტსა და 94 თემში მდებარე ბიზნესების საქმიანობის გაციფრულების, ონლაინ სისტემების დანერგვის და ფინანსური პროცესების მარტივად მართვის შესაძლებლობას აძლევს.

პროექტში ჩართვით, სასტუმროების, სარესტორნო ბიზნესის ან მაღაზიების მფლობელები გაიმარტივებენ ბიზნესოპერაციებს. აღსანიშნავია, რომ  6 თვის განმავლობაში უფასოდაა ხელმისაწვდომი Kovzy-ის მომსახურება რესტორნის ოპერაციების გაციფრულებისთვის, B2C.ge-ის მომსახურება ონლაინ მაღაზიის შექმნისთვის, Ehotelspace.com-ის მომსახურება სასტუმროს ოპერაციების გაციფრულებისთვის და Optimo-ს მომსახურება მარაგების მართვისთვის.

გარდა ამისა, ბიზნესები შეძლებენ, ისარგებლონ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე:

  • ბიზნესბარათის საკომისიო პირველი 1 წლის განმავლობაში – 0₾;

  • ციფრული ტერმინალის საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – 0₾;

  • ციფრულ ტერმინალზე სადებეტო ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციაზე საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – განისაზღვრება 1%-ით.

სამიზნე მუნიციპალიტეტების და თემების სია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და გაძლიერებას. მათ შორისაა პროექტი Go Digital, რომელიც რეგიონებზეა ფოკუსირებული. ამ ბიზნესების მხარდაჭერა ნიშნავს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ახალი საწარმოების შექმნის სტიმულირებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ ამ და სხვა პროექტებით USAID-თან და Visa-სთან ერთად, ეკონომიკის გაძლიერებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს“, - აცხადებს ოლღა ნაკაშიძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის პროექტების უფროსი მენეჯერი.

ბიზნესების გაციფრულება და მათი სხვადასხვა რესურსით უზრუნველყოფა Visa-ს საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკსა და USAID-თან პარტნიორობით, ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას საქართველოში, პროექტ Go Digital-ის ფარგლებში. Visa, როგორც მოწინავე გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად ყველგან და ყველასთვის. მჯერა, საქართველოს რეგიონებში მოქმედი ბიზნესების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი როლი ქვეყნის უნაღდო და ციფრული მომავლის შექმნაში უდიდესია“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე თემებში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაციფრულების ხელშეწყობით USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა მიზნად ისახავს, გაზარდოს ამ საწარმოების წვდომა ინოვაციებზე და გაუხსნას მათ ბაზრის ახალი შესაძლებლობები. გვჯერა, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ამ თემებში არსებული საწარმოების ზრდას და შესაბამისად, თემების ეკონომიკურ გაძლიერებას. - აცხადებენ პროგრამაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და პროექტში ჩართვისთვის ესტუმრეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე, გახსენით საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში, გაააქტიურეთ Visa ბიზნესბარათი და – ციფრული ტერმინალი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.