რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შიდა ქართლში ფილმის გადასაღებად ჰოლანდიელები ეძებენ ძველ სახლს ან ფერმას
გადამღებ ჯგუფს ჰოლანდიიდან, რომელიც იღებს ფილმს სამამულო ომის
თემაზე, ესაჭიროება ძველი სახლი ან ფერმა 3-4 დღით.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მცხოვრები ფერმერი სოსო ვანიშვილი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, სასურველი სახლის ან ფერმის მფლობელს დღეში ქირის თანხა 1000 ლარის ოდენობით აუნაზღაურდება. გადაღებები სექტემბრის ბოლოს დაიწყება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველები სოსო ვანიშვილს უნდა დაუკავშირდნენ.
,,ჩვენ ვთამაშობთ მოვლენებს, რომლებიც ხდება 1940-იანი წლების და შემდგომ პერიოდში. ბევრი სცენა ვითარდება სახლის შიგნით და მის გარშემო. ფერმა შიგნიდან არ უნდა იყოს მოდერნიზებული. სახლის გარშემო კარგი იქნება, თუ იქნება ბოსტანი, მებაღეობა, სოფლის მეურნეობა ან პირუტყვი. შეიძლება ეს ელემენტები კომბინაციაშიც იყოს. მთავარი ისაა, რომ სახლის გარშემო იყოს ამ ელემენტებიდან რაღაც. გვსურს გადაღება 3-დან 4 დღემდე. გადაღების დროს მოვალთ დაახლოებით 12-დან 18 ადამიანამდე, მათ შორის გადამღები ჯგუფი და რამდენიმე მსახიობი. ზოგჯერ შეიძლება იყოს მეტი ხალხი, ზოგჯერ ნაკლები. დღიური ანაზღაურება არის 1000 ლარი.'' - აცნობეს ორგანიზატორებმა სოსო ვანიშვილს.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:
- ადგილმდებარეობა; - რამდენიმე სურათი შიგნიდან: მისაღები ოთახი, სამზარეულო, დერეფანი. - რამდენიმე სურათი სახლის გარშემო.
გადაღებები ძირითადად მისაღებ ოთახსა და სამზარეულოში მოხდება. ასევე ბევრი სცენა იქნება გადაღებული სახლის გარეთ. ელექტროენერგიის მოხმარება არ იქნება დიდი - მაქსიმუმ 1800 ვატი.

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები