რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
რატომ გვიანდება გორში ჩოგბურთის კორტების მშენებლობა? - კომპანია ვადის გადაწევას ითხოვს
გორში ჩოგბურთის კორტების მშენებლობის ვადა 2 თვით გადაწიეს. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ობიექტი მზად ნოემბერში იქნება.

გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სამუშაოები 2024 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო.

სამუშაოებს კომპანია ,,ბიელი'' ახორციელებს. გორის მერიამ მასთან ხელშეკრულება 2024 წლის აპრილში გააფორმა. პროექტის ჯამური ღირებულება 0,9 მლნ ლარია.

კომპანიის ცნობით, კორტის იზოლირებული გასაბერი დახურული მემბრანის შესყიდვისა და მოწყობის თაობაზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება პროდუქციის მწარმოებელ თურქულ კომპანიასთან:

,,უკვე შეთანხმებული ვართ, რომ პროდუქტი, ერთი კორტის საფარის იზოლირებული გასაბერი დახურული მემბრანა მზად იქნება დასამონტაჟებლად სექტემბრის ბოლოსთვის. დამზადებიდან 10 (ათი) დღის ვადაში განხორციელდება ტრანსპორტირება, შესაბამისი კადრიც მობილიზებული იქნება მწარმოებელი კომპანიის მიერ, თურქი სპეციალისტები უზრუნველყოფენ გასაბერი მემბრანის მოწყობას.'' - აღნიშნავენ კომპანიაში.

კომპანია ,,ბიელის'' წარმომადგენელი განმარტავს, რომ პროდუქციის დამზადებას (ერთი გასაბერი დახურული მემბრანა), ტრანსპორტირებას - სტანდარტების გათვალისწინებით უსაფრთხოდ დამონტაჟებას, ესაჭიროება გარკვეული დრო და შესაბამისი პერსონალი მწარმოებელი თურქული კომპანიის მხრიდან.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, 2024 წლის 6 აგვისტოს, გორის მერიას სთხოვეს, რომ სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწიოს 60 (სამოცი) კალენდარული დღით. მერიამ თხოვნა დააკმაყოფილა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად
მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

16:04 / 18.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.