რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ქარელის 4 სოფელში დაპირებული სკვერები არ გაკეთდა
ქარელის 4 სოფელში კომპანიამ სამუშაოები მიატოვა. ეს სამუშაოები სკვერების მოწყობას ითვალისწინებდა.

სკვერების მოწყობა კი მოსახლეობამ სოფლის კრებებზე ,,აირჩია''

როგორც მერიაში აღნიშნავენ, სოფლებში: ღვლევში, ქობესაანთუბანში, გვერძინეთსა და ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში სამუშაოები 5 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო.

მერიის თანამშრომლებს ადგილზე არ დახვდათ კომპანია ,,ნიუმშენსექსპრესის'' წარმომადგენლები. ზედამხედველობის თანამშრომლებმა შეადგინეს ოქმი. ამ ოქმის საფუძველზე კი კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა.

,,2024 წლის 10 ივნისს, NAT240009574 ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ნიუ მშენექსპრესს“ (ს/ნ: 429654741) შორის დაიდო №102 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელს 2024 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, შეთანხმებული გეგმაგრაფიკის შესაბამისად, უნდა შეესრულებინა სოფელ ღვლევში, ქობესაანთ უბანში, გვერძინეთსა და ახალსოფელში სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულებად განსაზღვრა 43 999,43 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2024 წლის 10 სექტემბერი. მიმწოდებელი არ გამოცხადდა შემსყიდველ ორგანიზაციასთან დათქმულ შეხვედრაზე და არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს. ამავე წერილით, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შეწყდა ხელშეკრულება.'' - აღნიშნავენ მერიაში.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.