რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
სახაზინო ადვოკატის თქმით, ზღუდერში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ძმები მედოშვილები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

ამის შესახებ სახაზინო ადვოკატმა მაია გრიგოლოშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა და ნაცვლად 108-ე მუხლისა, გამოძიება ამჯერად 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

სახაზინო ადვოკატი დაესწრო ბრალის წარდგენას. აღნიშნა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებულებს სამედიცინო შემოწმებაც ჩაუტარდათ, რადგან აღენიშნებათ დაზიანებები.

,,წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ, რა მოხდა, როგორ მიიღო დაზიანებები და სხვა დეტალების შესახებ ამ ეტაპზე ვერ ვისაურებ''- განაცხადა სახაზინო ადვოკატმა.

შეგახსემენებთ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი გუშინ მოკლეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1968 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული ე.მ. ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზღუდერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ მამაკაცს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.

,,სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.'' - აღნიშნავენ შსს-ში
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ცხოველებმა იციან; დაღლიან სირბილით ახალგაზრდა ცხოველს; მერე
ჟინმორეულები
,,ცხოველებმა იციან; დაღლიან სირბილით ახალგაზრდა ცხოველს; მერე ჟინმორეულები
21:32 / 30.11.2024
ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი
ქართველი
ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი
21:22 / 30.11.2024
2024 წლის 29 და 30 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები
2024 წლის 29 და 30 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები
11:26 / 30.11.2024
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.