რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
ხაშურში 33 სკოლიდან ავტორიზაცია გაიარა 9 საჯარო სკოლამ
ხაშურის მუნიციპალიტეტში ავტორიზაცია გაიარა 9 საჯარო სკოლამ. ამის შესახებ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა აბაზაძემ განაცხადა.

მისი ანგარიში ხაშურის მერიის ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნდა. ამ ანგარიშში წერია, რომ 33 სასწავლო დაწესბულებიდან ავტორიზაცია გაიარა 9 სკოლამ. მიზეზებზე არ საუბრობს.

მუნიციპალიტეტში სწავლობს 8000 - მდე მოსწავლე, მუშაობს 874 მასწავლებელი. მანანა აბაზაძის ინფორმაციით, 874 მასწავლებლიდან 32 მენტორი, 300 წამყვანი და 510 უფროსი მასწავლებელია, აქედან გამომდინარე უსტატუსო მასწავლებლის რაოდენობა შეადგენს 32-ს.

რაც შეეხება სოფელ ვაყის საჯარო სკოლას, რომელიც დიდი ხანია დაკეტილია იმ საბაბით, რომ სკოლა ავარიულია, მანანა აბაზაძის ინფორმაცით, ვაყაში აშენდება ახალი სკოლა:

,,მიმდინარეობს სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის საჯარო სკოლის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები ახალი თანამედროვე სკოლის შენობის ასაშენებლად, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, ამ მიმართულებებზე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ბევრი სკოლის შენობა ძველია და ახალ გამოწვევებს ვერ პასუხობს.'' - აღნიშნავს მანანა აბაზაძე.

ახალ სასწავლო წლიდან რეაბილიტირებულ სკოლებს შეემატება N2 და სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლები. მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს N4 და ნაბახტევის საჯარო სკოლებში.

ხაშურში რესურსცენტრში ვერ ამაყობენ საბუნებისმეტყველო კაბინეტ-ლაბორატორიების მოწყობისა და აღჭურვის დონით, თუმცა როგორც მანანა აბაზაძე აღნიშნავს:

,,სამინისტროში ამჟამად მუშავდება მოთხოვნები და კრიტერიუმები კაბინეტების თანამედროვე ხელსაწყოებით, სასწავლო რესურსებით აღჭურვისა და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის, რომ შემდეგ ორგანიზებულად მოხდეს შესყიდვები და სკოლებზე მიწოდება.''

მანანა აბაზაძის ინფორმაციით, მოსწავლეთა სატრანსპორტო საშულებებით, 18 სკოლის მოსწავლეები გადაადგილდებიან თავიანთი სოფლებიდან, რომელთა საცხოვრებელი სკოლის შენობასთან დაშორებულია 2 კმ-ით და მეტით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ცხოველებმა იციან; დაღლიან სირბილით ახალგაზრდა ცხოველს; მერე
ჟინმორეულები
,,ცხოველებმა იციან; დაღლიან სირბილით ახალგაზრდა ცხოველს; მერე ჟინმორეულები
21:32 / 30.11.2024
ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი
ქართველი
ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი
21:22 / 30.11.2024
2024 წლის 29 და 30 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები
2024 წლის 29 და 30 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები
11:26 / 30.11.2024
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.