რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ხაშურის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარის ლევან გამრეკელის წლიურმა შემოსავალმა 3.7 მლნ ლარს მიაღწია
გასულ წელს, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ლევან გამრეკელის წლიურმა შემოსავალმა 3.7 მლნ ლარს მიაღწია.

ამის შესახებ მან ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა. დეკლარაციის მიხედვით, ლევან გამრეკელს შემოსავლის სამი წყარო აქვს. ესენია კომპანიები ,,თა-თა''; ,,ლე-გა'' და ,,ლდბჯ''.

გარდა კომპანიებისა, ლევან გამრეკელი დარეგისტირებულია როგორც ინდმეწარმე.

დეკლარაციის მიხედვით, ლევან გამრეკელმა მიიღო:

3 მლნ ლარი - როგორც ინდმეწარმემ.
0,5 მლნ ლარი - შპს ,,ლე-გადან''
0,17 მლნ ლარი - შპს ,,თა-თადან''
0,1 მლნ ლარი - შპს ,,ლდბჯ-დან''

3.7 მლნ ლარიდან ქველმოქმედებაში გახარჯა 400 000 ლარი.

ეს ის რაოდენობის თანხა, რომელიც ლევან გამრეკელმა ერთროულად 2021-22 წლებში მიიღო. რაც შეეხება წინა წლებს, როგორც ,,ქართლის ამბები'' წერდა, საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე შემოსავლებს იღებს როგორც ფერმიდან, ასევე ჯართის ბიზნესიდან. მას უკავშირდება ასევე წიაღისეულის მოპოვება ქვა-ხრეშის სახით.

რამდენად ახერხებს საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე მუშაობას თვითმმართველობაში, ამას იმ ანგარიშიდან ვიგებთ, რომელიც მან 2024 წელს შეავსო და ეხება 2023 წლის პერიოდს. სწორედ 2023 წელს მიიღო მან ბიზნესიდან 3.7 მლნ ლარი.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ლევან გამრეკელს სხდომაზე რაიმე საკითხის ინიცირება არ მოუხდენია.

,,საანგარიშო პერიოდში ჩემს მიერ ინიცირებული საკითხები არ ყოფილა /საკრებულოში/ - წერს ლევან გამრეკელი.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. სხვა საქმიანობაში ის უთითებს, რომ მან გაიყვანა სოფელ სარტყელაში ახალი გზა, სოფელ ხალებში ორ მონაკვეთზე გზა მოაბეტონა; ახალსოფელში გზები მოაშანდაკა და მოხრეშა; სოფელ ყელეთში გზა მოაბეტონა; ახალუბანში გზა მოაბეტონა; ხოლო ოსიარუში კპარკები და სკვერი მოაწყო.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად
მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

16:04 / 18.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.