რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ბოლშევიკური ნათლობა 1924 წელს - ხაშური 100 წლის წინ
სადგურ ხაშურის მოძრაობის დარგის კომუჯრედი 1924 წლის 30 მარტს საშეფო მუშაობას ატარებდა სოფელ სარტყელაში.

მიტინგის წინაშე გამოდის გლეხი ნიკალა კოტეს ძე გელაშვილი სამი თვის ბავშვით ხელში და სთხოვს მიტინგს, რომ ვინაიდან ის სრულიად დარწმუნებულია სამღვდელოების სიყალბეში, ეს მისი შვილი ქალი სამი თვისა იქნეს დღეს კომუნისტურ წესით მონათლული. მთელი მიტინგი ამ განცხადებას აღტაცებით შეხვდა.

კომუჯრედის სახელით საშეფო კომისიამ აიყვანა რა ხელში ის ბავშვი, ვრცლად გააცნო გლეხობას მნიშვნელობა კომუნისტურად ბავშვების მონათვლისა.

ბავშვს სახელათ უწოდეს კლარა. ბავშვზედ ნათლობა მიიღო კომუჯრედმა და დაასაჩუქრა რვა მილიარდი მანეთით.

12 აგვისტოს გაიმართა სოფელ აზარმის კომუჯრედის კრება, რომელმაც სოფელ კლდისწყაროს სკოლის შსახებ შემდეგი დადგენილება მიიღო: ,,ეთხოვოს რაიპარტკომს, რათა გამართოს აღმასკომმა სოფელ კლდიწყაროს ყოფილი ეკლესიის შენობა“ სკოლისათვის. აზარმელების ამ მოთხოვნაზე ხაშურის რაიკომმა რეაგირება არ დააყოვნა და 18 აგვისტოს პლენუმმა განიხილა კლდისწყაროს ეკლესიაში შრომის სასწავლებლის გახსნის საკითხი და მიიღო შემდეგი შინაარსის დადგენილება:

,,მიეწეროს აღმასკომის კომფრაქციას, მიეცეს კატეგორიული წინადადება სწავლის დაწყებამდის გადააკეთოს კლდისწყაროს ყოფილი ეკლესია სასწავლებლად და მოამზადოს ხსენებული სასწავლებლისათვის მთელი ინვენტარი“.

ასეთი კატეგორიული ,,წინადადების“ მიხედვით დაიწყო რაიონში ეკლესიების დახურვა და მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენება.

წყარო: თამაზ ლაცაბიძე ,,100 წელი 1924 წლის აჯანყებიდან’’
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად
მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

16:04 / 18.11.2024
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებმა გაშალეს.
12:36 / 18.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.