რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
საკუთარ რესტორნისკენ მიმავალ გზაზე გორში ოპოზიციონერი ბიზნესმენი დააკავეს
გორში, წერეთლის ქუჩის ჩიხში, სადაც ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი ქვეითად
მოძრაობდა, პოლიციამ დააკავა.
როგორც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი კახა კალმახელიძე აცხადებს, ბაბაევი რესტორნისკენ მიდიოდა.
მისი ინფორმაციით, ეს ერთადერთი გზა იყო გახსნილი იმ ადამიანებისთვის, ვინც უბანში ცხოვრობს. პოლიციამ იოსებ ბაბაევი არც ამ გზაზე გაატარა.
,,როგორც ჩანს, უნდათ, რომ ხვალ დილამდე იყოს დაკავებული'' - ამბობს ამავე რესტორნის თანამშრომელი. მისი განმარტებით, პოლიციას ნებისმიერი მიზეზით ბაბაევის დაკავება სურდათ.
შეგახსენებთ, დღეს, 18 საათზე, გორში, რესტობარის მიმდებარე მოედანზე ,,ქართული ოცნების'' ლიდერი მხარდამჭერებს ხვდება. ორი დღის განმავლობაში მოედანი გადაკეტილია. მოაწყეს სპეციალური სცენა, სადაც ტვყვიაგაუმტარი მინები დაამონტაჟეს.
სამუშაოების დაწყების პირველივე დღესვე დაიწყო ბაბაევის შევიწროება. მისი ავტომანქანა ევაკუატორით გადაიყვანეს. გადაყვანის პროცესში მანქანა ჩამოვარდა და დაზიანდა.
ბიზნესმენი ორი დღის განმავლობაში აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ თავდაუზოგავად ამუშავებდნენ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს სცენის მოწყობის დროს.
იოსებ ბაბაევი არის სამოქალაქო აქტივისტი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე, ამის გამო ჯერ 2024 წლის 4 ივნისს დააკავეს. 5 ივნისს მოსამართლე ლევან დარბაიძემ ბაბაევი გაათავისუფლა, რადგან უკანონოდ ჩათვალა მის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, მანქანის, სახლისა და პირადი ჩხრეკის ოქმები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, იოსებ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი კანონიერად იქნა ცნობილი, რომლის მიხედვით, ავტომანქანაში ავტომატი ინახებოდა. რაც შეეხება სახლისა და პირის ჩხრეკის ოქმებს, ისინი კვლავ უკანონოდ ჩაითვალა.

ამავე კატეგორიაში
,,ცხოველებმა იციან; დაღლიან სირბილით ახალგაზრდა ცხოველს; მერე
ჟინმორეულები
ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი
ქართველი
თბილისში საპროტესტო აქციების დარბევის დროს გორელი
2024 წლის 29 და 30 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები