რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის ბაღების სააგენტო 50 000 ლარად მანქანას ყიდულობს
გორის ბაღების სააგენტო 50 000 ლარად მანქანას ყიდულობს. შესარჩევად წარდგენილია ორ ნიმუში.

შავი ფერის ,,მინივენი'' დაიწუნეს. მის მფლობელს კი დისკვალიფიკაცია მისცეს. შავი ფერის მინივენის მფლობელი ამბობს, რომ დისკვალიფიკაცია უკანონოდ მიანიჭეს:

,,ავტომობილი ვიზუალურად დაათვალიერეს სააგენტოს წარმომადგენლებმა რომელთა ვინაობა ჩემთვის ცნობილი არ არის, დათვალიერება განხორციელდა ქალაქ გორში სტალინის N16 განთავსებული შენობის მიმდებარედ. შერჩევა-შეფასების ეტაპზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი, რათა მოხდეს დეტალური დათვალიერება და მისი ტექნიკურად შემოწმება ავტორიზებულ სერვის ცენტრში. ჩემს მიერ წარდგენილი ავტომობილის ტექნიკურად შემოწმება არ განხორციელებულა ავტორიზირებულ სერვის ცენტრში. '' - აცხადებს შავი ფერის მინივენის მფლობელი.

რაც შეეხება სააგენტოს პოზიციას: სააგენტოს სატენდერო კომისიის 05 სექტემბრის სხდომის N4 ოქმში ვკითხულობთ:

„განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ალექსი გელაშვილის მიერ წარმოდგენილი ნიმუშები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. უკანა სპოილერი ხელს უშლის საბარგულის ახდას. მარჯვენა მხარე არის შეღებილი და მკვეთრად შესამჩნევია ტალღები. უკანა ბამფერს და ფარებს შორის არსებული პლასტმასები ორივე მხარეს არის გამოვარდნილი და დაწებებული. უკანა მარცხენა კარი არ დგას ქარხნულად, ჭრილები არის არეული. ერთ–ერთი საბურავის ბლუთუზი არ მუშაობს. ბაკის ხუფი დასარეგულირებელია, არასწორად დგას.“

მანქანის მფლობელი აღნიშნავს, რომ ოქმში მოყვანილი მსჯელობა არ შეესაბამება სიმართლეს.

,,ჩემს მიერ წარდგენილი ავტომობილი ტექნიკურად გამართულია და სრულად შეესაბამება მათ მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს.'' - განმარტავს იგი. მან საჩივრით შესყიდვების სააგენტოს მიმარა
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად
მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

16:04 / 18.11.2024
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებმა გაშალეს.
12:36 / 18.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.