რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,რომელი რუსული კანონის?'' - გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტორად დანიშნეს
"რომელი რუსული კანონი?! რუსული კანონი თქვენი შეთითხნილი რაღაცაა, თქვენი გამოგონილი თემაა" - ასე პასუხობს რუსული კანონის მხარდამჭერი, "ოცნების" დეპუტატი, გიორგი სოსიაშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტს, მე-12 კლასის სახელმძღვანელოზე დასმულ შეკითხვაზე.

სახელმძღვანელოს რედაქტორი გიორგი სოსიაშვილი ამტკიცებს, რომ ცენზურისა და ისტორიის გადაწერის მცდელობის საფრთხე "სისულელეა". იგი ერთ-ერთია იმ 84 დეპუტატიდან, რომელმაც ხელი მოაწერა ,,რუსულ კანონს".

გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი სოსიაშვილი მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო წიგნზე რედაქტორად დანიშნეს. ამის გამო, რამდენიმე ავტორმა შეშფოთება გამოთქვა.

თვდაპირველად, ინფორმაცია ისტორისკომა გიორგი ჯავახიშვილმა გაავრცელა. მას საზოგადოებას ამცნო, რომ რომ "მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის იწერება საქართველოს ისტორიის ექსკლუზიურად საავტორო მასალა-რესურსი, რომლის რედაქტორიცაა გიორგი სოსიაშვილი.

სახელმღვანელოს ერთ-ერთმა ავტორმა დიმიტრი შველიძემ განაცხადა, რომ წიგნზე მუშაობას აჩერებს:

"ამ ეტაპზე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებაში არსებობს სამართლიანი ეჭვი და პროტესტი, ისტორიის სახელმძღვანელოებზე აქამდე მიმდინარე კონკურსების შესაძლო გაუქმებისა და ერთი, მონოსახელმძღვანელოს პრინციპის შემოღების შესახებ... იმის გამო, რომ შესაძლოა მართლაც არსებობდეს ამგვარი შესაძლებლობა, ვაჩერებ სახელმძღვანელოზე შემდგომ მუშაობას (დროებით ან საერთოდ), იმ დრომდე, სანამ არ გამოიკვეთება ნათელი სურათი - გაგრძელდება თუ არა - სახელმძღვანელოების შესარჩევი კონკურსები" - დაწერა შველიძემ.

რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, - განუცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ  ჯერ კიდევ 9 ივლისს ჟურნალისტებს.

ჰერჩინსკიმ სინანული გამოთქვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები „ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როცა შეიძლებოდა რეკორდულად ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე ყოფილიყო“. „ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი მომავალი ხელისუფლება და საქართველოს მომავალმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირის მიმართ მისი პოლიტიკის თაობაზე“, – განაცხადა ელჩმა. მან დასძინა, რომ „საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და თუ მომავალი ხელისუფლება დაინტერესებული იქნება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებით, ჩვენ მზად ვართ და სურვილიც გვაქვს დაგეხმაროთ ყველანაირად“. „საქართველომ და ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ 26 ოქტომბერს [საპარლამენტო არჩევნებზე], სურთ თუ არა იყვნენ ევროკავშირის წევრი, სურთ თუ არა იყვნენ ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოების ნაწილი, ან აქვთ თუ არა სხვა გეგმები საკუთარ მომავალთან დაკავშირებით“, – დასძინა ელჩმა ჰერჩინსკიმ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად
მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

16:04 / 18.11.2024
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებმა გაშალეს.
12:36 / 18.11.2024
ამ ოქმების მიხედვით, ქალაქ გორში, ,,ქართულ ოცნებას'' მიღებული
აქვს 11 409 ხმა.

ამ ოქმების მიხედვით, ქალაქ გორში, ,,ქართულ ოცნებას'' მიღებული აქვს 11 409 ხმა.

11:30 / 18.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.