src="//www.qartli.ge/a/www/delivery/asyncjs.php">
რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღებში კვლავ ზეთის დეფიციტია - სააგენტოს დირექტორი კი წინასაარჩევნო შეხვედრებზე დადის
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვლავ ზეთის დეფიციტია. 12 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩართვლით ეს პრობლემა ვერ მოაგვარეს.

სააგენტოს დირექტორი გიორგი შათირიშვილი, რომელიც ,,ქართული ოცნების'' წინასაარჩევნო კამპანიის შეხვედრებზე დადის, ვერ აკონრეტებს, ასეთ სიტუაციაში როგორ ახერხებს ბავშვთა კვების სათანადო უზრნველყოფას.

24 სექტემბერს შესყიდვების სააგენტომ მოსთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებს ატარებს იმ დრომდე, ვიდრე სააგენტო მის განცხადებას განიხილავს.

გიორგი შათირიშვილმა შესყიდვების სააგენტოს 19 სექტემბერს აცნობა, რომ საჭიროა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ახალ კომპანიასთან ხელშეკრულების დადება. შესყიდვების სააგენტომ კი მოთხოვნის დაზუსტება მოსთხოვა.

საბავშვო ბაღების დირექტორი 24 სექტემბრის საპასუხო წერილში არ აკონკრეტებს, თუ რა ღონისძიებებს ატარებს. წერილში უთითებს, მხოლოდ, რომ ზეთის მარაგი ამოწურულია და საჭიროა ახალ კომპანიასთან ხელშეკრულების დადება, რაშიც თანხმობას ითხოვს.

შეგახსენებთ, ,,ქართლის ამბები'' წერდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის 64 სკოლამდელ დაწესებულებაში ზეთის მარაგი 19 სექტემბრის მდგომარეობით ამოწურული იყო. აღმზრდელობითი პროცესი 16 სექტემბერს დაიწყო.

რუსული ზეთით საბავშვო ბაღები კომპანია ,,პრემიუმ ხარისხს'' უნდა უზრუნველეყო. მან ტენდერში ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში გაიმარჯვა. საბავშვო ბაღები, ერთი თვის განმავლობაში, რუსული წარმოების 2000 ცალი ბოთლი ზეთით უნდა მომარაგებულიყო.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს კვების მთავარმა სპეციალისტმა ზოია ოქროპირიძემ ჯერ კიდევ 09 სექტემბერს კომპანიას გაუგზავნა მოთხოვნა, რომ ბაღებში ზეთის შეტანა დაეწყო, თუმცა, კომპანია ,,პრემიუმ ხარისხიდან'' აცნობეს, რომ ზეთს ვერ შოულობს, ამიტომ ხელშეკრულების გაწყვეტაზე თანხმობა განაცხადა. 18 სეტექმბერს ზოია ოქროპირიძე ატყობინებს დირექტორს გიორგი შათირიშვილს, რომ ზეთი არაა შეტანილი ბაღებში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ფაქტი შიდა ქართლში მოხდა. სასამართლო განხილვები დასრულდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა.
ფაქტი შიდა ქართლში მოხდა. სასამართლო განხილვები დასრულდა. გადაწყვეტილება საბოლოოა.
15:48 / 24.09.2024
რატომ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია სამინისტრომ, ამაზე პასუხს ის
პროცესი იძლევა, რომელიც
რატომ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია სამინისტრომ, ამაზე პასუხს ის პროცესი იძლევა, რომელიც
14:05 / 24.09.2024
მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ სამუშაოები დასრულებულია.
მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ სამუშაოები დასრულებულია.
16:04 / 23.09.2024
გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი სოსიაშვილი მე-12 კლასის ისტორიის
სახელმძღვანელო წიგნზე რედაქტორად დანიშნეს.
გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი სოსიაშვილი მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო წიგნზე რედაქტორად დანიშნეს.
12:26 / 23.09.2024
,,მაცივრები გაიტანეს, ბოსელი ისევ დგას'' - ამბობს ანანიკოვი. მან
გორის მერი გააფრთხილა, რომ ვიდრე ბოსელი არ დაინგრევა,
,,მაცივრები გაიტანეს, ბოსელი ისევ დგას'' - ამბობს ანანიკოვი. მან გორის მერი გააფრთხილა, რომ ვიდრე ბოსელი არ დაინგრევა,
11:13 / 23.09.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.