რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ქალაქ გორში,,ოცნების'' 4 ახალი სარეკლამო ბილბორდი გაჩნდა
ქალაქ გორის სხვადასხვა უბანზე ოთხი ახალი სარეკლამო ბილბორდი გააქირავეს. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მასზე მმართველი პარტიის ბანერები გაჩნდა.

დღეს დილით, დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდა ისეთი შინაარსის პლაკატები, რომლის მიხედვით, ,,ქართული ოცნება'' რუსეთ-უკრაინის ომის წარმოებაში, უკრაინელებს ადანაშაულებს.

გორში აღნიშნული შინაარსის ბანერები ჯერ არ გამოჩენილა. 

როგორც საკრებულოს 2024 წლის 9აგვისტოს განკარგულებით ირკვევა, მერიამ ახალი ლოკაცია 2024 წლის ივლისის ბოლოს შეარჩია. სარეკლამო ბანერების განთავსებაზე თანხმობა საკრებულომ გასცა. განკარგულებაში წერია, რომ სარეკლამო ბანერებისთვის ადგილების გამოყოფა ვინმე გიორგი გელიტაშვილმა მოითხოვა.

განკარგულებაში ვკიხულობთ:

,,გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია ფიზიკური პირის გიორგი გელიტაშვილის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია ქალაქ გორში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ (ორი ლოკაცია: ს/კ 66.46.26.003.619 და ს/კ 66.46.26.003.098) და სტალინის გამზირისა (ს/კ 66.45.25.721) და პუშკინის ქუჩის (ს/კ 66.45.07.959) მიმდებარედ გამოცხადეს აუქციონი სარეკლამო ბანერების განსათავსებლად. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოსთან და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოსთან ერთად, შეისწავლა აღნიშნული საკითხი და იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გარე რეკლამის განსათავსებლად გაცემა გარე რეკლამის გავრცელების გეგმას დაემატოს ზემო აღნიშნული ლოკაციები.'' - წერია განკარგულებაში.

თითო ბილბორდის გაქირავებაში მერია წელიწადში მინიმუმ 3400 ლარს მიიღებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად
მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

16:04 / 18.11.2024
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებმა გაშალეს.
12:36 / 18.11.2024
ამ ოქმების მიხედვით, ქალაქ გორში, ,,ქართულ ოცნებას'' მიღებული
აქვს 11 409 ხმა.

ამ ოქმების მიხედვით, ქალაქ გორში, ,,ქართულ ოცნებას'' მიღებული აქვს 11 409 ხმა.

11:30 / 18.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.