რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
როდის ექნება შუქი 10 წლის ბავშვს? - რას ამბობენ ხაშურის მერიაში
ხაშურში, ყოფილი პოლიციის შენობაში მცხოვრები დედა-შვილი კვლავ უშუქოდ ცხოვრობს. მათ დენი მხოლოდ იმ დროს მოეწოდებათ, როდესაც გარეგანათება ჩაირთვება.

ამ პირობებში ოჯახი 14 წელია ცხოვრობს. ბავშვი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, 10 წლისაა და მეხუთე კლასშია. ის ყოველდღიურად შუქზე ოცნებობს.

მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე ამბობს, რომ პრობლემის შესახებ დეტალები არ იცის. ის მერის მოადგილეობამდე წლების განმავლობაში განათლებისა და რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო. ზვიად გოგუაძის განმარტებით, ბავშვის პირობების შესახებ, არც სკოლიდან მიუღია ინფორმაცია. მის ბიოგრაფიაში წერია, რომ არის ხაშურის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის უწყებათაშორისი კომისიის წევრი.

,,რაზე მელაპარაკებით, არ ვიცი. რომელი სკოლის მოსწავლეა, ესეც არ ვიცი.'' - გვითხრა ზვიად გოგუაძემ. იგი გვპირდება, რომ ყველანაირ ინფორმაციას მოიძიებს. მას კვლავ ორი დღის შემდეგ დავუკავშირდებით.

პრობლემის შესახებ ,,ქართლის ამბებმა'' იმ დროს შეიტყო, როდესაც ,,ქართული ოცნების'' დელეგატი ზაალ დუგლაძე და ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი შეხვედრას ლომოურის ქუჩაზე 12 ოქტრომბერს ატარებდა. შეხვედრაზე მისული ახალგაზრდა ქალი ითხოვდა შუქს.



ჩვენ მისი პრობლემით დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ დედა-შვილი მართლაც უშუქოდ ცხოვრობს. თანაც ეს წლების განმავლობაში გრძელდება.

დღეს ჩვენ ასევე ვესაუბრეთ საკრებულოს წევრს, რომელიც ქალაქ ხაშურშია არჩეული. როგორც საკრებულოს წევრმა გვითხრა, ორი დღის წინ, საკითხი დეპუტატთან და მერთან ერთად შეისწავლეს:

,,მიდის მუშაობა იმაზე, რომ დედა-შვილი ქირით გავიყვანოთ სადმე. როდის დასრულდება პროცესი, ვერ გეტყვით. დამირეკეთ ნებისმიერ დროს'' - გვითხრა საკრებულოს წევრმა.

ფოტოზე: მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135
922 ახალგაზრდას.

წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას.

12:14 / 18.10.2024
ფრიდონ ფაკაური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო
არცევის მიმდებარე

ფრიდონ ფაკაური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე

20:13 / 15.10.2024
ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციელები და სასწრაფო დახმარების
ბრიგადის ექიმები
ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციელები და სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები
13:03 / 15.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.